გამოკითხვა გერმანულმა "კიკერმა" ჩაატარა.
ლევანდოვსკიმ ამ სეზონში 33 მატჩში (31 სასტარტოში) 30 გოლი გაიტანა და მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩა ბომბარდირთა დავაში "დორტმუნდის" გაბონელ შემტევ პიერ-ემერიკ ობამეიანგს. მის ანგარიშზეა 5 საგოლე გადაცემაც.
გამოკითხვაში მონაწილეობა ბუნდესლიგის 248 ფეხბურთელმა მიიღო, კოლეგების 25%-მა ხმა ლევანდოვსკის მისცა. ლევანდოვსკიმ აჯობა მეორე ადგილზე გასულ ნაბი კეიტას, რომელიც დებიუტანტი "ლაიპციგის" ნახევარმცველია.
28 წლის ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგა ჯერ იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით "დორტმუნდში" მოიგო 2011
ობამეიანგი, რომელიც სეზონის პირველი ნახევრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ამჯერად, მესამე ადგილზე გავიდა. ნაბი კეიტამ ხმების 15,7% მიიღო, ხოლო პიერ-ემერიკ ობამეიანგმა - ხმების 10,5%.
იმის მიუხედავად, რომ სეზონის ბოლო თვე ტრავმის გამო გამოტოვა, მანუელ ნოიერი (ბაიერნი) ზედიზედ მეხუთედ აირჩიეს კოლეგებმა ბუნდესლიგის საუკეთესო მეკარედ.
"ჰოფენჰაიმის" მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი სეზონის საუკეთესო მწვრთნელად აირჩიეს, არადა, ნაგელსმანი სულ რაღაც 29 წლისაა.
"არც კი ვიცოდი, რომ მე ამირჩიეს. ძალიან გახარებული ვარ", - განაცხადა ლევანდოვსკიმ, რომელიც 20 მაისის შემდეგ შვებულებაშია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"