"დორტმუნდმა" დაადასტურა: ობამეიანგი რჩება

AutoSharing Option
"დორტმუნდმა" დაადასტურა გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გუნდის გაბონელი ლიდერი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი მომავალ სეზონსაც ამ კლუბში გაატარებს.

"შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ჩვენთვის სატრანსფერო სეზონი უკვე დაიხურა. ახლა მთლიანად იმაზე ვართ კონცენტრირებულნი, რომ ახალი სეზონისათვის კარგად მოვემზადოთ. ცვლილებები კლუბში აღარ იგეგმება." - თქვა "დორტმუნდის" სპორტულმა დირექტორმა, მიხაელ ცორკმა.

ადრე ბევრი იწერებოდა ფეხბურთელის მიმართ "მილანისა" და "ჩელსის" ინტერესის თაობაზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული