"დორტმუნდის" გენერალური დირექტორი "მილანისგან" პატივისცემას ითხოვს

AutoSharing Option
"დორტმუნდის" გენერალურმა დირექტორმა, ჰანს-იოახიმ ვატცკემ განაცხადა, რომ "მილანი" გერმანული კლუბისადმი უპატივცემულობას იჩენს, საუბრობს რა საჯაროდ გუნდის ლიდერის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის მიმართ ინტერესზე.

"ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას ობამეიანგთან და მის აგენტთან. ყოველთვის პატივს ვცემდით მის აზრს და ასე იქნება მომავალშიც. არ მსიამოვნებს ის, რომ "მილანის" მწვრთნელი და ხელმძღვანელობა ღიად საუბრობს იმის თაობაზე, რომ მათ "ობას" გადაბირება სურთ. ეს ჩვენი კლუბის მიმართ უპატივცემულობის გამოხატულებაა. ჩემი აზრით, ობამეიანგი კმაყოფილი დარჩა იმით, რაც გუნდმა აჩვენა "მილანთან" ამხანაგურ შეხვედრაში. ის ბედნიერია იმით, რომ არის ჩვენი გუნდის ნაწილი."
- აღნიშნა ვატცკემ.

18 ივლისს, "მილანი" და "დორტმუნდი" ერთმანეთს საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე დაუპირისპირდნენ. გერმანელებმა 3:1 მოიგეს, ობამეიანგმა კი დუბლი გაიფორმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული