ლამი და ნაგელსმანი - "კიკერის" რჩეულები

AutoSharing Option
30 წლის იულიან ნაგელსმანი ჟურნალისტების ვერსიით, გერმანიის წლის საუკეთესო მწვრთნელი გახდა.

გამოკითხვა "კიკერმა" ჩაატარა და მასში მონაწილეობა 885-მა გერმანელმა სპორტულმა ჟურნალისტმა მიიღო. "ჰოფენჰაიმის" დამრიგებელმა ნაგელსმანმა, ვისაც გუშინ შეუსრულდა 30 წელი, სულ 12 ხმით გაასწრო "ფრაიბურგის" მწვრთნელს, კრისტიან შტრაიხს.

მესამე ადგილზეა "ლაიფციგის" პირველკაცი, რალფ ჰაზენჰუტლი. გასულ სეზონში "ჰოფემ" ნაგელსმანის ხელმძღვანელობით ბუნდესლიგაში მეოთხე ადგილი დაიკავა.

ამავე ვერსიით, გერმანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ფილიპ ლამი. მოგეხსენებათ "ბაიერნის" ლეგენდამ კარიერა დაასრულა.

33 წლის ლამმა გაასწრო "რეალის" ნახევარმცველ ტონი კროოსს და "დორტმუნდის" გაბონელ ლეგიონერს, პიერ-ემერიკ
ობამეიანგს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული