ადამ სალაის მთხოვნელ კლუბთა რიგი დაუდგა

AutoSharing Option
"მაინცის" უნგრელი თავდამსხმელი ადამ სალაი ამ სეზონში ძალიან კარგად ასპარეზობს (9 გოლი ბუნდესლიგაში), რის გამოც ბევრი მთხოვნელი გამოუჩნდა.

25 წლის ცენტრფორვარდის გადაბირება ლონდონის "არსენალს", "ვოლფსბურგს" და დორტმუნდის "ბორუსიას" სურთ. ლონდონელთა თავკაც არსენ ვენგერს ოლივიე ჟირუს სახით მხოლოდ ერთი მაღალი კლასის ცენტრალური თავდამსხმელი ჰყავს და სალაი სწორედ მისი დამზღვევის რანგში სჭირდება.

მაინცელებს სალაის (კონტრაქტი 2015 წლამდე) დაკარგვის პერსპექტივა არ ხიბლავთ, მაგრამ კონკრეტული შეთავაზების შემთხვევაში ტრანსფერზე უარის თქმა გაუჭირდებათ. თუკი "არსენალს" სალაის გადაბირება ახლავე უნდა, ვოლფსბურგელებსა და დორტმუნდელებს მისი შეძენა ზაფხულში სურთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


ასევე იხილეთ:
მათიას ზამერი: "მაინცისგან" ნიშანს ველით!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული