იუპ ჰაინკესი: ეს ტრიპლეტი უნიკალურია [VIDEO]

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა "შტუტგარტთან" (3:2) გერმანიის თასის ფინალის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ეს ძალიან ემოციური მომენტია. ჩვენ ძალიან კარგი გუნდი და შესანიშნავი კოლექტივი გვყავს.

ფეხბურთელებმა დიდი საჩუქარი გამიკეთეს. ეს ტრიპლეტი უნიკალურია",
- თქვა ჰაინკესმა.

შეგახსენებთ, რომ ჰაინკესისთვის ეს ბოლო მატჩი იყო "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი რანგში.
ახალი სეზონიდან გუნდს ხოსეპ გვარდიოლა ჩაიბარებს.

რაც შეეხება თავად ჰაინკესს, მიუხედავად იმისა, რომ ის კარიერის დასრულებას აპირებდა, ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს სპეციალისტი მუშაობას მადრიდის "რეალში" გააგრძელებს, რომელიც მზადაა მას ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს.

აქვე გეტყვით,
რომ 68 წლის ჰაინკესმა "ბაიერნის" თავკაცობით 312 შეხვედრიდან 200 მოიგო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული