24 წლის მხითარიანის გადაბირება პრემიერლიგის კლუბებს, "ლივერპულს" და "ტოტენჰემსაც" სურდათ, მაგრამ ინგლისური გაზეთის, "ინდეპენდენტის" ინფორმაციით, მხითარიანმა ორივე კლუბს უარი შეუთვალა.
ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, მხითარიანს "დორტმუნდში" გადასვლა უნდა, მაგრამ "ბორუსია" და "შახტარი" სატრანსფერო თანხაზე ვერ თანხმდებიან.
ცნობილია, რომ დორტმუნდელებმა დონეცკელებს 23 მილიონი ევრო შესთავაზეს, "შახტარი" კი 30
მხითარიანი უდავოდ უნიჭიერესი და უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე ფეხბურთელია, მაგრამ ღირს კი მასში 30 მილიონი ევროს გადახდა? - "დორტმუნდის" ხელმძღვანელები ახლა სწორედ ამაზე ფიქრობენ.
აღსანიშნავია, რომ მხითარიანი "ბორუსიას" თავკაც იურგენ კლოპის ტაქტიკურ სქემაში იდეალურად ჯდება - 4-2-3-1-ში მას ორივე ფლანგზე ან გამთამაშებლად თამაში შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, "ბაიერნში" გადასული მარიო გიოტცეს შეცვლა შეუძლია.
გერმანული ტაბლოიდი "ბილდი" მხითარიანს "სომეხ ზიდანს" უწოდებს - თუმცა ამის მიზეზი ახლა პირველ რიგში ისაა, რომ თავად ჰენრიხი სწორედ ზიზუს ფანია და ამბობს, ყველაფერში ლეგენდარულ ფრანგ ათიანს ვბაძავო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მოსალოდნელი ტრანსფერი: ჰენრიხ მხითარიანი "დორტმუნდსაც" უნდა!