არიენ რობენი: მიუნხენის "ბაიერნში" "ოქროს ბურთის" ღირსი არავინაა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ჰავბეკმა არიენ რობენმა განაცხადა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული ჯილდოს - "ოქროს ბურთის" ღირსად არც საკუთარ თავსა და არც თავის თანაგუნდელებს თვლის.

ჰოლანდიელის თქმით, ამ პირადი ტიტულის მოპოვებაზე მიუნხენურ გრანდში არც არავინ ფიქრობს...

"ოქროს ბურთის" პრეტენდენტთა შორის საკუთარ თავს არ მოვიაზრებ. საერთოდ კი, ინდივიდუალური ჯილდოები ნაკლებად ღირებულია, ვიდრე გუნდური.

"ბაიერნი" იმიტომ იმარჯვებდა, რომ გუნდი იყო. ჩვენ არ გვყავს ისეთი მოთამაშეები, როგორიც, მაგალითად, ლიონელ მესი ან კრიშტიანო რონალდოა, მაგრამ ჩვენ ძლიერები ვართ, როგორც ერთი მთლიანი - ძნელია, ჩვენი შემადგენლობიდან
რომელიმე გამოარჩიო.

რამდენადაც მე ვიცი, "ბაიერნში" "ოქროს ბურთი" არავის ანაღვლებს.

ჩვენ ერთი გუნდი ვართ, რომელშიც ყველას ჩვენ-ჩვენი როლი გვაკისრია, ხოსეპ გვარდიოლამ კი იცის, როგორ უნდა გვათამაშოს.

რაც შემეხება მე, არა მგონია, რომ პეპმა დრიბლინგი დამიშალოს, რადგან თუ ამას იზამს, ამით ჩემს ძლიერ მხარეს დაჩრდილავს",
- აქვეყნებს რობენის ნათქვამს Goal.com.

ასევე იხილეთ:

ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელობის 10 კანდიდატი ცნობილია
რა ბედი ელის ხოსეპ გვარდიოლას გაწვრთნილ "ბაიერნში" ტონი კროოსს?
ხოსეპ გვარდიოლამ მიუნხენის "ბაიერნში" 4-1-4-1 ამოიჩემა
მიუნხენის "ბაიერნი": სწავლა, სწავლა და სწავლა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული