ბასტიან შვაინშტაიგერი გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელად შეცდომით დაასახელეს?

AutoSharing Option
გერმანიაში ეჭვი შეაქვთ, "კიკერის" გამოკითხვის მართებულობაში, რომელმაც სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი დაასახელა.

ჟურნალი "კიკერი" გერმანიის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციასთან ერთად 1960 წლიდან აწარმოებს გამოკითხვას.

საქმე იმაშია, რომ გამოკითხვაში მხოლოდ ასოციაციის ჟურნალისტთა ნაწილმა - 3,7 ათასიდან 500-ზე მეტმა მიიღო მონაწილეობა, სხვებს უბრალოდ არ მისვლიათ შესაბამისი დოკუმენტაცია.

"სამწუხაროდ, შეცდომა მართლა მოხდა და უახლოეს კვირებში მას გამოვასწორებთ", - განაცხადა "კიკერის" რედაქტორმა რაინერ ჰოლცშუმ.

შეგახსენებთ, რომ შვაინშტაიგერმა თანაგუნდელ ფრანკ რიბერის სულ 5 ქულით გაასწრო.

ასევე იხილეთ:
ფრანკ რიბერი კი არა, ბასტიან
შვაინშტაიგერი!

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული