ინტერვიუს გამოქვეყნებიდან მეორე დღეს "ბილდის" ჟურნალისტი 61 წლის ჰიონესს დაუკავშირდა და შვაინშტაიგერის განცხადებაზე კომენტარი სთხოვა.
აი, რას ამბობს რეკორდმაისტერის წარმატებული ფუნქციონერი: "მომწონს, რომ ამ ბიჭებს "ბაიერნი" ასე ძლიერ უყვართ და კლუბთან
ჰიონესმა მოქმედ ფეხბურთელებს რამდენიმე რჩევაც მისცა: "მათ ახლავე უნდა ისწავლონ, როგორ უნდა მუშაობდეს "ბაიერნის" ფუნქციონერი. ყველა ფეხბურთელს აქვს შანსი, ისწავლოს, როგორ უნდა იმართებოდეს "ბაიერნი". ამისათვის უნდა დაგვაკვირდნენ, როგორ ვსაუბრობთ ან როგორ ვიქცევით "ბაიერნის" ხელმძღვანელები საზოგადოებაში, ან რას ვეუბნებით პოტენციურ და არსებულ სპონსორებს.
ჩვენ მუდმივად ვხვდებით ისეთ პიროვნებებს, როგორებიც ყოფილი მინისტრები არიან, როგორიცაა "აუდის" ან "ფოლკსვაგენის" შეფი.
მარტინ ვინტერკორნთან (ავტოკონცერნ "ფოლკსვაგენის" შეფი) ნახევარსაათიანი საუბარი მომავალი მენეჯერისთვის გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე ნებისმიერ უნივერსიტეტში გატარებული ერთი სემესტრი".
"ბილდმა" შვაინშტაიგერის, ლამისა და მიულერის სურვილს სპეციალური ფოტომონტაჟი მიუძღვნა, რომლისთვისაც თვალის შევლებას უკვე მოასწრებდით...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბასტიან შვაინშტაიგერი: 2043 წელს ”ბაიერნის” ბოსები მე, ლამი და მიულერი ვიქნებით