ესეც რომ არ იყოს, იურგენს გადატვირთული გრაფიკის გამო მაინც სჭირდება მინიმუმ ერთი ისეთი მცველი, რომელიც დაცვაში როტაციის საშუალებას მისცემს.
სწორედ ამიტომ
აღსანიშნავია, რომ ამ ხნის განმავლობაში ფრიდრიხი მთლად უსაქმოდ არ ყოფილა - ვეტერანი უკანახაზელი რეგიონალლიგის კლუბ "ობერჰაუზენში" ვარჯიშობდა. ფრიდრიხს ბუნდესლიგაში 247 მატჩი აქვს ჩატარებული (15 გოლი) და გერმანიის ნაკრების წევრიც იყო - ბუნდესგუნდში 9 მატჩი აქვს გამართული.
იანვრიდან მას აზიაში წასვლა და ბანგკოკში თამაში ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ თუ კლოპი დაიტოვებს, ცხადია, აზიაზე უარს იტყვის და "ბორუსიასთან" კონტრაქტს გააფორმებს.
შეგახსენებთ, რომ სუბოტიჩი გასულ უქმეებზე, "ვოლფსბურგთან" წაგებულ შეხვედრაში (1:2) დაშავდა. მას მყესები ორ ადგილზე გაუწყდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ამ სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს.
ჰუმელსისა და სოკრატისის გარდა, "დორტმუნდის" განაცხადში მხოლოდ ორი ნომინალური ცენტრალური მცველი მოიძებნება, მაგრამ ორივე ძალიან გამოუცდელია - 19 წლის ქორაი გიუნტერი, რომელსაც ბუნდესლიგაში მხოლოდ ერთხელ უთამაშია და 18 წლის მარიან ზარი, რომელსაც ბუნდესლიგის არცერთ შეხვედრაში არ უასპარეზია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"დორტმუნდმა" 3 ქულა და სუბოტიჩი დაკარგა [VIDEO]