გუნდის მენეჯერ ჰორტს ჰელდტის თქმით, ოთხშაბათს "შალკეს" მწვრთნელი აუცილებლად კელერი იქნება - მის გაშვებას ჰელდტი და "შალკეს" სხვა ბოსები მინიმუმ პირველი წრის ბოლომდე
"ბილდის" ინფორმაციით, "შალკეში" დანიშვნის ფავორიტი "ვერდერის" ყოფილი თავკაცი, 52 წლის თომას შააფია. ჩვენი გერმანელი კოლეგების მტკიცებით, "შალკეს" მთავარმა ბოსმა, კლემენს ტიონიესმა გერმანიის თასზე "ჰოფენჰაიმთან" განცდილი კრახის (1:3) შემდეგ ჰელდტს შააფთან საიდუმლო მოლაპარაკებების წარმოება დაავალა.
შააფს ნათქვამი აქვს, რომ ზაფხულამდე მუშაობის დაწყება არ უნდა, ტიონიესმა კი ჰელდტს დაავალა, როგორმე დაითანხმე, რომ მუშაობას ზამთრიდან შეუდგესო. როგორც იცით, შააფი "ვერდერიდან" მაისში გაათავისუფლეს და ბრემენული კლუბისგან კომპენსაციას იღებს (წელიწადში 2 მილიონი ევრო) და თუ "შალკეში" იანვარში დაინიშნება, "ვერდერი" ამით ფულს დაზოგავს.
შააფი "შალკესთვის" მშვენიერი მწვრთნელი იქნებოდა, რადგან თომასს ძლიერი გუნდის ფორმირება შეუძლია - "ვერდერში" ხომ 14 წელი იმუშავა და ბრემენული კლუბი 2004-ში გააჩემპიონა კიდეც. ტიონიესი ოფიციალურად ამბობს, რომ იანვრამდე მწვრთნელის საკითხი არ დგას, მაგრამ კელერს ალბათ "ბაზელთან" გამარჯვებაც ვერ უშველის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დიდი ერის დასასრული: შააფი გაუშვეს!