გერმანია. ბუნდესლიგა. XXI ტური: "ბაიერნი" წინ უკვე 16 ქულით გაიჭრა [VIDEO]

AutoSharing Option
გერმანიის ბუნდესლიგის 21-ე ტურში "ლევერკუზენმა" "შალკეს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. "ლევერკუზენი" 43 ქულით მეორე ადგილზეა და ახლა "ბაიერნს" უკვე 16 ქულა (!) აშორებს. "შალკე" 40 ქულით მე-4 ადგილზეა.

28-ე წუთზე "შალკეს" ახალგაზრდა ვარსკვლავმა ლეონ გორეტცკამ ბურთი მოპარა მცველს და მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში და ბრწყინვალე გოლიც გაიტანა.

66-ე წუთზე "შალკეს" ბრაზილიელმა მცველმა ფელიპე სანტანამ თავისდაუნებურად საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი ჩამოწოდების შემდეგ.

"შალკეს" გამარჯვება 74-ე წუთზე ჰოლანდიელმა კლაას-იან ჰუნტელაარმა თავურით მოუტანა.

სამი ჰიიპია (ლევერკუზენი): "დღეს უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე ოთხშაბათს, პირადად კმაყოფილი
დავრჩი, როგორ მოქმედებდა გუნდი. მაგრამ დღეს ბედმა მეტოქეს გაუღიმა. ჩვენ გამოვიჩინეთ ხასიათის სიმტკიცე და ბოლომდე ვიბრძოლეთ"
.

იენს კელერი (შალკე): "ძალიან დაძაბული მატჩი გამოდგა. გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა და ჩვენთვის ასე საჭირო სამი ქულა მოვიპოვეთ. ჩემი აზრით, მოედანზე საუკეთესო მეკარე რალფ ფარმანი იყო".

* * *
მანამდე კი ლიდერმა მიუნხენის "ბაიერნმა" 4:0 გაანადგურა "ფრაიბურგი".  მე-19 წუთზე დიეგო კონტენტომ საჯარიმოში დანტე მოძებნა, რომლის თავურიც ზუსტი იყო. 34-ე წუთზე ჯერდან შაჩირი მარცხნიდან შეიჭრა საჯარიმოში და ორამდე გაზარდა რეკორდმაისტერის უპირატესობა.

42-ე წუთზე შაჩირიმ დუბლი შეასრულა, საგოლე პასი მას ტონი კროოსმა გადააწოდა. 88-ე წუთზე საბოლოო ანგარიში ბუნდესლიგის ყველაზე გამოცდილმა ლეგიონერმა კლაუდიო პისარომ დააფიქსირა.

ხოსეპ გვარდიოლასთვის სამწუხაროდ, დუბლის ავტორმა შაჩირიმ კუნთი დაიზიანა და მისი თამაში ჩემპიონთა ლიგის მატჩში "არსენალთან" 19 თებერვალს გამორიცხულია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "მე მახარებს, რომ ფეხბურთელები არც ერთ თამაშზე არ კარგავენ კონცენტრაციას. ბრწყინვალედ და მთელი სერიოზულობით ვითამაშეთ".

* * *
დორტმუნდის "ბორუსიამ" 4:0 გაანადგურა ფრანკფურტის "აინტრახტი". იურგენ კლოპის გუნდი 42 ქულით მესამე ადგილზეა, "აინტრახტი" 21 ქულით მე-12 ადგილზეა.

მე-10 წუთზე ჰენრიხ მხითარიანმა მეტოქე მცველს ბურთი აართვა და დიდებული პასი გაუკეთა პიერ-ემერიკ ობამეიანგს, რომელმაც ანგარიში გახსნა.

მე-20 წუთზე მხითარიანის ჩამოწოდებულ კუთხურს კვლავ ობამეიანგის გოლი მოჰყვა, რომელმაც ახლო მანძილიდან აჯობა მეკარეს.

47-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ პენალტით გაიტანა, რომელიც მისივე წაქცევისთვის კი დაინიშნა, მაგრამ ფრიად საეჭვო იყო.

68-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა სერბმა მილოშ იოიჩმა დამატებაზე გაიტანა. ეს 21 წლის სერბის პირველი გოლი იყო "დორტმუნდის" მაისურით სადებიუტო შეხვედრაშივე.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იურგენ კლოპი (დორტმუნდი): "მეტოქე პირველივე წამებიდან წნეხში მოვაქციეთ. ბევრი გოლი გავიტანეთ და კიდევ უფრო მეტი შანსი დაგვრჩა გამოუყენებელი. ეს იყო ჩემი შეგირდების დიდებული თამაში".

გერმანია. ბუნდესლიგა. XXI ტური
14 თებერვალი
მაინცი-ჰანოვერი 2:0
გოლები: 1:0 მალი (51), 2:0 შუპო-მოტინგი (90+3).

15 თებერვალი
დორტმუნდი-აინტრახტი 4:0
ბაიერნი-ფრაიბურგი 4:0
ვერდერი-გლადბახი 1:1
ჰოფენჰაიმი-შტუტგარტი 4:1
ბრაუნშვაიგი-ჰამბურგი 4:2
ლევერკუზენი-შალკე 1:2

16 თებერვალი
აუგსბურგი-ნიურნბერგი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰიტცი, ჰოლცჰოიზერი, ექინი - ჩენდლერი, მარკოს ანტონიო, ბალიჩი, ჰასებე, გინჩეკი
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +1=2-2, (2:3)

ჰერტა-ვოლფსბურგი 20:30
დისკვალიფიკაცია: ნალდო (ვოლფსბურგი)
ტრავმა: ბაუმიოჰანი, ლუსტენბერგერი - პოლაკი, ვიეირინია
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +13=7-9, (44:38)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული