ამ განცხადებით "ბაიერნის" მეკარემ მიანიშნა მადრიდის "რეალის" ფორვარდ კრიშტიანო რონალდოზე, რომელიც "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში უპირველესი ფავორიტია. ნოიერს დაუსვეს შეკითხვა - ხომ არ იმოქმედებს პორტუგალიელი ფეხბურთელის იმიჯი ხმის მიცემის შედეგებზე?
"მე სპორტსმენი ვარ და არა ამა თუ იმ მარკის წარმომადგენელი. არ
მეკარეები იშვიათად ხვდება ყურადღების ცენტრში. მატჩის შემდეგ, როგორც წესი, გოლებისა და პასების ვიდეობს ატრიალებენ, მეკარის კარგი თამაში კი სწრაფად ავიწყდებათ", - მოჰყავს ნოიერის სიტყვები "კიკერს".
* * *
საინტერესოა, რომ გუშინ გამჟღავნდა ფიფას ხმის მიცემის პროცესისას უკრაინის ნაკრების კაპიტნის ანატოლი ტიმოშჩუკისა და მთავარი მწვრთნელის მიხაილ ფომენკოს არჩევანი.
ტიმოშჩუკმა მოთამაშეებს შორის პირველ ადგილზე სწორედ ნოიერი დააყენა, მეორეზე "ბაიერნის" ნახევარმცველი თომას მიულერი გაიყვანა და მხოლოდ მესამე ადგილი მისცა კრიშტიანო რონალდოს.
სამაგიეროდ, ფომენკოს სიაში პირველზე რონალდოა, მეორეზე - ლიონელ მესი და მესამეზე - ნოიერი.
"პირველ ადგილზე ნოიერი დავაყენე, რადგან იაშინის შემდეგ არ ყოფილა მეკარე, რომელსაც ამ პრიზის მოგება შეეძლო. გერმანელები მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, თავად ნოიერმა კი მეკარის ახალი სტილი შემოიტანა თანამედროვე ფეხბურთში.
მეორე ადგილი მივაკუთვნე მიულერს. მიმაჩნია, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდურ თამაშში. თან არასტანდარტულად მოქმედებს. ამიტომაც ყოველთვის ეფექტურია გუნდისთვის.
მესამეზეა კრიშტიანო რონალდო იმ დამსახურებებისთვის, რაც მას "რეალში" აქვს, მაგრამ არა ეროვნულ ნაკრებში", - ასე ახსნა თავისი არჩევანი ტიმოშჩუკმა.
შეგახსენებთ, რომ გამარჯვებულების დაჯილდოვება 2015 წლის 12 იანვარს ციურიხში გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"