მალანდას ტრაგიკულად დაღუპვის გამო "ვოლფსბურგის" ფეხბურთელებს ფსიქოლოგი დაამშვიდებს

AutoSharing Option
"ვოლფსბურგის" სპორტულ დირექტორს, კლაუს ალოფსს მიაჩნია, რომ გუნდის ფეხბურთელებს ნახევარმცველ ჯუნიორ მალანდას დაღუპვის შემდეგ ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებათ.

ამასთან დაკავშირებით, ალოფსმა სამხრეთ აფრიკაში შეკრებაზე მიიწვია პროფესორი ანდრეას მარლოვიტსი. უნდა აღინიშნოს, ეს ფსიქოლოგი ასევე მუშაობდა "ჰანოვერის" ფეხბურთელებთან მას შემდეგ, რაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე მეკარე რობერტ ენკემ.

"ეს ორი სრულიად განსხვავებული შემთხვევაა და არ ვავლებ მათ შორის პარალელებს. მოთამაშეები გაგებით შეხვდნენ ჩვენს გადაწყვეტილებას", - განუცხადა "ბილდს" ალოფსმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული