"მგლების" ხელმძღვანელობამ დააკმაყოფილა ლონდონური კლუბის ფინანსური მოთხოვნა - 30 მილიონი ევრო გადაიხადა და 24 წლის მსოფლიოს ჩემპიონთან 2019 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი. რაც შეეხება შიურლეს ხელფასს, ის წელიწადში 6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
ანდრემ წელიწადნახევარი გაატარა "ჩელსის" რიგებში. ამ სეზონში მას 14 მატჩში მოუწია მოედანზე გასვლა და სამი გოლი გაიტანა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"