ანდრე შიურლე "ვოლფსბურგში" გადადის

AutoSharing Option
გამოცემა "ბილდის" ინფორმაციით, "ჩელსის" შემტევი ნახევარმცველი ანდრე შიურლე უახლოეს ხანში "ვოლფსბურგის" ფეხბურთელი გახდება.

"მგლების" ხელმძღვანელობამ დააკმაყოფილა ლონდონური კლუბის ფინანსური მოთხოვნა - 30 მილიონი ევრო გადაიხადა და 24 წლის მსოფლიოს ჩემპიონთან 2019 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი. რაც შეეხება შიურლეს ხელფასს, ის წელიწადში 6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ანდრემ წელიწადნახევარი გაატარა "ჩელსის" რიგებში. ამ სეზონში მას 14 მატჩში მოუწია მოედანზე გასვლა და სამი გოლი გაიტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული