ვიეირინია გელზენკირხენის "შალკეში" მიდის

AutoSharing Option
დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ "ვოლფსბურგის" პორტუგალიელი ლეგიონერი ვიეირინია მომავალ სეზონში გელზენკირხენის "შალკეში" გააგრძელებს კარიერას.

როგორც ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო თავის ვებგვერდზე წერს, 29 წლის ფეხბურთელმა ამ ზაფხულს კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ "ვოლფსბურგის" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ვიეირინიას შემდეგი სამუშაო ადგილი "შალკე" უნდა გახდეს, რომელმაც ფეხბურთელს სარფიანი პირადი კონტრაქტი შესთავაზა.

კერძოდ, ლაპარაკია სამწლიან ხელშეკრულებაზე წლიური 4.5 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული