გელზენკირხენის "შალკეს" ლაზარეთი შეთხელდა

AutoSharing Option
გელზენკირხენის "შალკეს" ლაზარეთი ორმა ფეხბურთელმა დატოვა - მცველმა სიდ კოლაშინაცმა და ნახევარმცველმა ლეონ გორეტცკამ დაასრულეს აღდგენითი პროცესი.

ორივე მოთამაშემ რამდენიმე თვის წინ მიიღო მძიმე ტრავმა. კოლაშინაცი აგვისტოს შემდეგ არ გამოჩენილა ოფიციალურ მატჩებში, გორეტცკას კი, საერთოდ, ერთი წუთიც არ უთამაშია 2014-15 წლების სეზონში.

* * *
ამასობაში, გამოცემა "ბილდმა" დაწერა, რომ "შალკეს" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დი მატეომ გული აიცრუა ნახევარმცველ კევინ-პრინს ბოატენგზე.

წყაროს ცნობით, იტალიელი სპეციალისტი ამ ზაფხულს განელთან გამოთხოვებას აპირებს იმის მიუხედავად, რომ ბოატენგს "შალკესთან" 2016 წლის ზაფხულამდე აქვს მოქმედი
კონტრაქტი. თურმე დი მატეოს უთქვამს - ბოატენგი 8-მილიონიანი ხელფასის მქონე ფეხბურთელის კვალობაზე ძალიან ცუდად თამაშობსო.

განელმა ამ სეზონში 13 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში და ჯერ გოლი არ გაუტანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული