ვიდეო: ბაიერნი-ბრაუნშვაიგი 2:0
4 მარტს, გერმანიის თასის გათამაშებაში კიდევ ოთხი 1/8-ფინალური მატჩი გაიმართა.
ტურნირის მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მიუნხენის "ბაიერნმა", "ვოლფსბურგმა", მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" და "არმინიამ" მოიპოვეს.
მიუნხენურმა გრანდმა "ალიანც არენაზე" ბრაუნშვაიგის "აინტრახტს" ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ანგარიში ტაიმის მიწურულს დავიდ ალაბამ (45+1) გახსნა, საბოლოო ანგარიში მარიო გიოტცემ (57) დააფიქსირა.
ამავე ანგარიშით სტუმრად მოიგეს ბუნდესლიგაში "ბაიერნის" მდევრებმა - "ვოლფსბურგმა" და მიონხენგლადბახის "ბორუსიამაც".
"ვოლფსბურგმა" სტუმრად "ლაიპციგს" დანიელ კალიჯურისა (20) და ტიმ კლოზეს (57) გოლებით აჯობა, "გლადბახს" კი ოფენბახში "კიკერთან" გამარჯვება მაქს კრუზემ (52, პენ.) და პატრიკ ხერმანმა (83) მოუტანეს.
მეოთხედფინალში გავიდა მესამე ბუნდესლიგის "არმინიაც", რომელმაც ბილეფელდში ბრემენის "ვერდერს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 სძლია. მასპინძელთა შორის დუბლით მანუელ იუნგლასი გამოირჩა (32, 84), ერთიც სებასტიან შუპანმა (57) გაიტანა. ბრემენელთაგან გოლით კლემენს ფრიცი (76) გამოირჩა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის თასის მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მანამდე მოიპოვეს ლევერკუზენის "ბაიერმა", "ჰოფენჰაიმმა", "ფრაიბურგმა" და დორტმუნდის "ბორუსიამ". მომდევნო ეტაპის მატჩები 7 აპრილს გაიმართება.
09:49 05-03-2015
გერმანიის თასი. 1/8 ფინალი: საუკეთესო სამეული შემდეგ ეტაპზე [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული