ენტონი უჯამ გოლი გაიტანა და... თხას რქებში სწვდა

AutoSharing Option
"კიოლნის" თავდამსხმელმა ენტონი უჯამ "აინტრახტთან" შეხვედრაში რამდენიმე გაცუდებული მომენტის მერე გატანა შეძლო და ემოციები ისე მოაწვა, რომ აღარ იცოდა, რა ექნა; ხოლო პირველი, რაც ხელთ მოხვდა, კლუბის სიმბოლო გახლდათ.

იგი თხას, სახელად ჰენესს რქებში სწვდა და ასე ასწია. ამ ინციდენტმა არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია და ბევრს თხა შეეცოდა, უჯა კი გააკრიტიკეს. 24 წლის ნიგერიელმა მოიბოდიშა.

"ბოდიშს ვუხდი თხა ჰენესს, ცოტა ზედმეტი მომივიდა. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია" - აღნიშნა უჯამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული