მატიას ზამერი: როცა აიხინი ჰოკეის სფეროში მუშაობდა, ხანდახან თავში შაიბა ხვდებოდა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა მატიას ზამერმა კომენტარი გაუკეთა ბრემენის "ვერდერის" სპორტული დირექტორის, ტომას აიხინის განცხადებას გერმანელი არბიტრების შესახებ.

ბრემენელთა ერთ-ერთმა შეფმა განაცხადა, რომ მსაჯები ზედმეტ პატივისცემას გამოხატავენ "ბაიერნის" მიმართ და ამის გამო მიუნხენელთა მეტოქეები ზარალდებიან.

"როცა აიხინი ჰოკეის სფეროში მუშაობდა, ხანდახან თავში შაიბა ხვდებოდა და დღეს სწორედ ამის გამოვლინებასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა ზამერმა ინტერნეტ-გამოცემა sport-თან კომენტარში.

ცნობისთვის, აიხინი თავის დროზე ჰოკეის კლუბ "კიოლნერ ჰაიეს" ედგა სათავეში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაიი რა
gulo
14:08 13-03-2015
0

სიახლეები პოპულარული