ასე რომ, რობენი გამოტოვებს არა მხოლოდ უახლოეს ორ სანაკრებო შეხვედრას, არამედ ვერ დაეხმარება "ბაიერნს" "პორტუსთან" ჩემპიონთა ლიგის ორივე მეოთხედფინალურ მატჩში.
შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის ბოლო ტურში მიონხენგლადბახის "ბორუსიას" წინააღმდეგ რობენმა მუცლის კუნთი გაიწყვიტა.
* * *
ამასობაში, გავრცელდა ჭორები "ბაიერნის" სატრანსფერო პრიორიტეტების შესახებ. როგორც გამოცემა Daily Express-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს,
გარდა ამისა, "ბაიერნის" ინტერესთა სფეროში მოექცა "ჩელსის" განაპირა მცველი ბრანისლავ ივანოვიჩი. პეპ გვარდიოლას გუნდი 31 წლის სერბის შეძენას უახლოესი სატრანსფერო ბაზრის პერიოდში ეცდება. ამ სეზონში ივანოვიჩის მონაგარია ექვსი გოლი და ოთხი შედეგიანი პასი (40 მატჩში).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"