ბუნდესლიგა. XXIX ტური: ორი ცხელი ზონა [VIDEO]

AutoSharing Option
* "ვერდერმა" შინ მე-500 მატჩი მოიგო.

* "გლადბახი" ცხრა ტურია, (6 მოგება, 3 ფრე) არ მარცხდება. ბოლოს ასეთი სერია გუნდს 12 წლის წინ ჰქონდა.

* "შალკე" ხუთი ტურია, ვერ იგებს. ასეთი სერია რობერტო დი მატეოს წინამორბედ იენს კელერს არ ჰქონია.

* "ლევერკუზენმა" ზედიზედ მეშვიდედ მოიგო.

* "ბაიერნმა" სტუმრად ზედიზედ მეექვსე შეხვედრაში გაიმარჯვა.

* "ვოლფსბურგი" 20 ტურია, შინ დაუმარცხებელია.

* "დორტმუნდმა" ერთთვიანი პაუზის შემდეგ შინ გაიმარჯვა.

* "ჰერტა" ახალი მწვრთნელის, პალ დარდაის ხელმძღვანელობით, 7 ტურია, არ აგებს.

* "ჰამბურგი" ექვსი ტურია
გოლის გატანას ვერ ახერხებს.


29-ე ტურის შემდეგ ბუნდესლიგის გათამაშების ცხრილში ორი "ცხელი" ზონა დარჩა: ბრძოლა მესამე ადგილისთვის და ხუთი გამოკვეთილი აუტსაიდერის მიკროტურნირი პირველ ბუნდესლიგაში დასარჩენად...

კულმინაციას მიაღწია მესამე ადგილისთვის ბრძოლამ. პარასკევს "გლადბახმა" გააგრძელა თავისი წაუგებელი სერია სტუმრად "აინტრახტთან", მაგრამ შედეგით კმაყოფილი ვერ იქნება.

გუნდების მეკარეებმა, ჯამში, ცხრა დარტყმა მოიგერიეს და ნულოვან ფრეზე იზრუნეს. უფრო ახლოს გამარჯვებასთან მასპინძლები იყვნენ - დარტყმების შეფარდება მათ სასარგებლოდ იყო - 17:11, თან თამაშს აკონტროლებდნენ. საერთოდ, ფრანკფურტში თამაში ყველას უჭირს - აქ ნოემბრის შემდეგ არც ერთ გუნდს არ მოუგია და "აინტრახტის" წაუგებელმა სერიამ შინ 9 მატჩს მიაღწია.

"გლადბახის" ფრემ "ლევერკუზენს" კონკურენტის შევიწროების საშუალება მისცა და ახლა ეს გუნდები მესამე ადგილს იყოფენ. "ბაიერმა" თავიდანვე სერიოზულად მოჰკიდა ხელი საქმეს აუტსაიდერ "ჰანოვერთან" შეხვედრაში და ბრანდტისა და თოფრაქის გოლებით დამაჯერებლად წაიყვანა ანგარიში.

მოედანზე სიტუაცია არც მეორე ტაიმში შეცვლილა და როცა პაპადოპულოსმა მესამე გოლი გაიტანა, მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. საინტერესოა, რომ ბერძენმა მცველმა ამ მატჩში ექვსი დარტყმა შეასრულა - უფრო მეტი, ვიდრე მთლიანად "ჰანოვერმა". სულ კი მასპინძლების ანგარიშზე 25 დარტყმა იყო. "ლევერკუზენმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო და ასეთი სერია ამ გუნდს არასოდეს ჰქონია. "ჰანოვერის" მოუგებელმა სერიამ კი 13 მატჩს მიაღწია. "ბაიერი" "გლადბახს" ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებს.

* * *
"ბაიერნი" სეზონის დასკვნით ფაზაში შედის და როგორც ჩემპიონთა ლიგაზე "პორტუსთან" მატჩმა აჩვენა, პრობლემები ისევ ბევრია. პირველ რიგში, ეს ეხება საკადრო მდგომარეობას, რასაც დაცვაში შეცდომები ემატება. ისევ იყო მოედანზე დანტე, რომელმაც ერთ-ერთ ეპიზოდში, ჩვეულებისამებრ, ბურთს ფეხი ააცილა და ნოიერთან პირისპირ გაიყვანა მოდესტე, მაგრამ ფრანგმა მეკარესთან დუელი წააგო (ეს იყო ერთადერთი დარტყმა, რომელიც ნოიერმა ამ მატჩში მოიგერია).

"ბაიერნმა" იქვე დასაჯა მეტოქე - როდე საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩა და შორეულ კუთხეში დარტყმით გახსნა ანგარიში.

მეორე ტაიმში "ბაიერნი" უფრო ეფექტური იყო და მარტო ლევანდოვსკის შეეძლო დუბლის შესრულება. მეორე გოლი კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გავიდა, როცა ბეკმა მიულერის ჩაწოდების შემდეგ ავტოგოლი გაიფორმა.

"ჰოფენჰაიმი" კვლავ რჩება "ბაიერნის" ერთ-ერთ საყვარელ მეტოქედ - ამ გუნდების 14 მატჩში რეკორდმაისტერმა არც ერთხელ არ წააგო (10 მოგება, 4 ფრე). მიუნხენელებმა ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგეს სტუმრად, "ჰოფენჰაიმმა" კი მარკუს გისდოლის ხელმძღვანელობით პირველად წააგო ზედიზედ მეოთხედ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამასობაში, "ბაიერნის" უპირატესობა "ვოლფსბურგთან" 12 ქულამდე გაიზარდა. "მგლებმა" ევროპალიგაზე "ნაპოლისთან" კრახის შემდეგ შინ ვერ მოუგეს "შალკეს". უღიმღამო პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმში კი დიტერ ჰეკინგის გუნდმა მოუმატა, რამდენიმე კარგი შეტევაც მოაწყო (როდრიგესმა ძელსაც გაარტყა ბურთი) და... საკუთარ კარში გაუშვა ლეროი სანესგან (ამ გოლით "შალკემ" შეწყვიტა 322-წუთიანი "მშრალი" სერია).

მასპინძლებმა კიდევ უფრო ინტენსიურად შეუტიეს ("მგლებმა" ჯამში 26 დარტყმა შეასრულეს, რაც ოთხი წელია არ მომხდარა) და შედეგსაც მიაღწიეს - კალიჯურის რეიდს დე ბრუინის ეფექტური დარტყმა მოჰყვა. "ვოლფსბურგს" მოგებაც შეეძლო, მაგრამ მე-80 წუთზე ფერმანმა (ჯამში 8 სეივი ჰქონდა) არნოლდის დარტყმა მოიგერია და გუნდები მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს.

* * *
იურგენ კლოპის "გამოსამშვიდობებელი ტურნეს" პირველი მატჩი "დორტმუნდის" დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. "პადერბორნმა" პირველი ტაიმი გაძლო "სიგნალ იდუნა პარკზე", მეორეში კი ვერ გაუმკლავდა "ბორუსიის" კომბინაციურ თამაშს. ეს იყო დორტმუნდელთა პირველი მოგება შინ თვეზე მეტი ხნის პაუზის შემდეგ და ისინი ცხრა ქულით დაშორდნენ გასავარდნ ზონას, სამაგიეროდ, წინსვლა ვერ შეძლეს და ევროპალიგის ზონას ისევ ექვსი ქულით ჩამორჩებიან.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
* * *
102-ე ჩრდილოურ დერბიში "ვერდერმა" ბუნდესლიგაში შინ მე-500 მატჩი მოიგო და ბოლო ადგილზე დატოვა "ჰამბურგი". ამ გუნდს ვერ უშველა ბრუნო ლაბადიას დანიშვნამ.

მართალია, აუტსაიდერმა დაცვაში თამაში გააუმჯობესა და მხოლოდ 11-ჯერ დაარტყმევინა ბრემენელებს, მაგრამ შეტევაში ისევ არაფერი გამოსდის - "ჰამბურგმა" ზედიზედ მეექვსე მატჩში ვერ გაიტანა, ზედიზედ მეხუთედ წააგო და 9 ტურია ვერ იგებს. ბედად, მისმა ყველა კონკურენტმაც წააგო. ასე რომ, ბრძოლა შეიძლება.

გერმანია. ბუნდესლიგა. XXIX ტური
17 აპრილი
აინტრახტი-გლადბახი 0:0
აინტრახტი: ტრაპი, იგნიოვსკი, მადლუნგი, ანდერსონი, ოშჩიპკა, მედოიევიჩი (65. ჩენდლერი), ჰასებე, აიგნერი, სეფეროვიჩი, ვალდესი (81. პიაზონი), კიტელი.
გლადბახი: ზომერი, იანტჩკე, ბროუერსი, დომინგესი, ვენდტი, ჯაკა, კრამერი, ჰერმანი (81. ტრაორე), ჯონსონი (90+2. ნორდტვეიტი), რაფაელი (74. აზარი), კრუზე.
გაფრთხილება: ანდერსონი, მედოიევიჩი, ოშჩიპკა - ვენდტი, ჰერმანი
კუთხური: 8-5 ჯარიმა: 17-13 თამაშგარე: 2-3 კარში დარტყმა: 17(5)-11(4) ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 51 500

18 აპრილი
დორტმუნდი-პადერბორნი 3:0
გოლები: 1:0 მხითარინი (48), 2:0 ობამეიანგი (55), 3:0 კაგავა (80)
დორტმუნდი: ვაიდენფელერი, დურმი, პაპასტატოპულოსი, ჰუმელსი, შმელცერი (82. დუდძიაკი), გინტერი, გიუნდოგანი, ბლაშჩიკოვსკი (75. კამპლი), კაგავა, მხითარიანი, ობამეიანგი (85. იმობილე).
პადერბორნი: ლ. კრუზე, ჰაინლოტი, რაფა ლოპესი, ჰიუნემაიერი (82. ციგლერი), ჰარტერცი, ბაკალორცი, ვრანჩიჩი, ქოჩი, უალი (56. რუპი), კაჩუნგა, ლაკიჩი (72. ვუჩინოვიჩი).
გაფრთხილება: ჰუმელსი
კუთხური: 5-3 ჯარიმა: 14-6 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 21(8)-2(0) ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 80 667

ლევერკუზენი-ჰანოვერი 4:0
გოლები: 1:0 თოფრაქი (20), 2:0 ბრანდტი (40), 3:0 პაპადოპულოსი (49), 4:0 კილსნგი (70)
ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი (74. იედვაი), თოფრაქი, პაპასტატოპულოსი, ვენდელი, ლ. ბენდერი (82. როლფესი), გონსალო კასტრო, ბრანდტი (66. ბელარაბი), სონი, ჩალჰანოგლუ, კისლინგი.
ჰანოვერი: ცილერი, ჰ. საკაი, მარსელო, ფელიპე, შულცი (46. ია კონანი), გიულსელამი (68. შმიდებახი), ანდრეასენი, კიიოტაკე, შტინდლი, ბიტენკურტი (25. პრიბი), ხოსელუ.
გაფრთხილება: კისლინგი - გიულსელამი, საკაი, შტინდლი
კუთხური: 11-0 ჯარიმა: 14-21 თამაშგარე: 2-4 კარში დარტყმა: 25(10)-5(1) ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 29 482

ჰოფენჰაიმი-ბაიერნი 0:2
გოლები: 0:1 როდე (38), 0:2 ბეკი (90+3- ს.კ.)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ბეკი, შტრობლი, ბიჩაკჩიჩი, ტოლიანი (85. შიპლოკი), შვეგლერი, რუდი, პოლანსკი (69. შალაი), ფოლანდი, რობერტო ფირმინო, მოდესტე (69. ცუბერი).
ბაიერნი: ნოიერი, რაფინია, ბადშტუბერი, დანტე, ვაიზერი, ბერნატი (46. ბოატენგი), გაუდინო (57. ტიაგო ალკანტარა), როდე, მიულერი, გიოტცე, ლევანდოვსკი (89. პისარო).
გაფრთხილება: რუდი, ბეკი, ფოლანდი - მიულერი, დანტე, რაფინია
კუთხური: 1-10 ჯარიმა: 16-21 თამაშგარე: 5-0 კარში დარტყმა: 8(1)-20(5) ბურთის ფლობა: 36%-64%
მაყურებელი: 30 150

ჰერტა-კიოლნი 0:0
ჰერტა: კრაფტი, პეკარიკი, ლანგკამპი, ბრუქსი, პლატენჰარდტი, სკიელბრედი, ლუშტენბერგერი, ჰარაგუჩი, ნ. შულცი (81. ჰეგელერი), შტოკერი, კალუ.
კიოლნი: ჰორნი, ბრეჩკო, მაროჰი, ვიმერი, ჰექტორი, ლემანი, ფოგტი, პეშკო (73. შვენტო), ნაგასავა (62. გერჰარდტი), უჯა (85. მავრაი), ოსაკო.
გაფრთხილება: - ჰექტორი
კუთხური: 8-11 ჯარიმა: 9-14 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 10(4)-7(2) ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 51 203

ფრაიბურგი-მაინცი 2:3
გოლები: 0:1 ოკაზაკი (39), 0:2 ოკაზაკი (45), 1:2 მეჰმედი (81), 1:3 მალი (84), 2:3 შმიდი (90+1)
ფრაიბურგი: ბიურკი, რიტერი, კრმაში, მიტროვიჩი (77. დარიდა), გიუნტერი, შუსტერი, ზორგი, გუედე (46. ფილიპი), შმიდი, მეჰმედი, ფრანცი (58. პეტერსენი).
მაინცი: კარიუსი, ბროსინსკი, ნოვესკი, დიასი, პარკი, გაისი, ბაუმგარტლინგერი, ხაირო (62. ხარა), კოო (46. ბენგტსონი), მალი (89. სოტო), ოკაზაკი.
გაფრთხილება: კრმაში - პარკი
კუთხური: 10-5 ჯარიმა: 15-9 თამაშგარე: 4-1 კარში დარტყმა: 25(10)-12(5) ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 24 000

აუგსბურგი-შტუტგარტი 2:1
გოლები: 1:0 ტობიას ვერნერი (7), 1:1 გინჩეკი (22), 2:1 ბობადილია (73)
აუგსბურგი: ჰიტცი, ვერჰაეგი, ჰონგი, კლავანი, ბაბა, ბაიერი, ფოილნერი, ჰოიბერგი (60. ჰალილი ალთინთოფი), ესვაინი (85. მიოლდერსი), ტობიას ვერნერი, ბობადილია (89. კორი).
შტუტგარტი: ულრაიხი, შვააბი (76. ტიმო ვერნერი), რიუდიგერი, ნიდერმაიერი, ჰლუშეკი, სერეი დიე (83. იბიშევიჩი), გენტნერი, კლაინი, მაქსიმი, კოსტიჩი, გინჩეკი.
გაფრთხილება: ფოილნერი, ბაბა - ჰლუშეკი, სერეი დიე, შვააბი, მაქსიმი
კუთხური: 2-6 ჯარიმა: 20-16 თამაშგარე: 6-1 კარში დარტყმა: 12(4)-16(7) ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 30 660

19 აპრილი
ვერდერი-ჰამბურგი 1:0
გოლი: 1:0 დი სანტო (84)
ვერდერი: კასტელსი, გერბესელასიე, ვესტერგაარდი (23. ლუკიმია), პრიოდლი, გალვესი, ბარგფრედე, ფრიტცი, იუნუზოვიჩი (88. კროოსი), ილდრიმი (59. იოზთუნალი), დი სანტო, ზელკე.
ჰამბურგი: ადლერი, ვესტერმანი, კლებერი, რაიკოვიჩი, ოშტრჩოლეკი, ბეჰრამი, ჰოლტბი, შტიბერი (70. ნ. მიულერი), ვან დერ ვაარტი (86. რუდნევსი), ლასოგა, ოლიჩი.
გაძევება: ბეჰრამი (83. ჰამბურგი)
გაფრთხილება: იოზთუნალი - ვესტერმანი, ნ. მიულერი, ჰოლტბი
კუთხური: 3-0 ჯარიმა: 12-18 თამაშგარე: 4-4 კარში დარტყმა: 11(5)-8(2) ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 42 100

ვოლფსბურგი-შალკე 1:1
გოლები: 0:1 ლ. სანე (53), 1:1 დე ბრუინი (78)
ვოლფსბურგი: ბენალიო, ტრეში (63. კალიჯური), ნალდო, კნოხე, როდრიგესი, არნოლდი (86. გილავოგი), ლუიშ გუსტავი, ვიეირინია, პერიშიჩი, დე ბრუინი, შიურლე (81. დოსტი).
შალკე: ფერმანი, ჰიოვედესი, მატიპი, ფრიდრიხი, კოლაშინაცი (77. ბარნეტა), ნოიშტედტერი, აოგო, ფარფანი, მაიერი (84. დრაქსლერი), ლ. სანე (73. გორეტცკა), ჰუნტელაარი.
გაფრთხილება: ბენალიო, პერიშიჩი - კოლაშინაცი, აოგო
კუთხური: 7-1 ჯარიმა: 17-19 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 26(9)-7(2) ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 30 000

ბომბარდირები: 19 - მაიერი (აინტრახტი); 17 - რობენი (ბაიერნი); 16 - ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - ობამეიანგი (დორტმუნდი), დოსტი (ვოლფსბურგი), მიულერი (ბაიერნი); 12 - დი სანტო (ვერდერი), ოკაზაკი (მაინცი).

მომდევნო ტური
24 აპრილი:
მაინცი-შალკე

25 აპრილი:
დორტმუნდი-აინტრახტი, ჰანოვერი-ჰოფენჰაიმი, შტუტგარტი-ფრაიბურგი, ჰამბურგი-აუგსბურგი, კიოლნი-ლევერკუზენი, ბაიერნი-ჰერტა

26 აპრილი:
პადერბორნი-ვერდერი, ბორუსია (მ)-ვოლფსბურგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული