მიუნხენში "ბაიერნმა" 1:0 დაამარცხა ბერლინის "ჰერტა" და თუ კვირას "ვოლფსბურგი" ვერ მოიგებს, ნაადრევად გახდება გერმანიის ჩემპიონი.
გამარჯვების გოლი მე-80 წუთზე ბასტიან შვაინშტაიგერმა გაიტანა.
ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "ბიჭებს ვულოცავ გამარჯვებას, მაგრამ მათემატიკურად ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ ჩემპიონები. ყოველთვის ვამბობდი, რომ გერმანიის ჩემპიონობა ჩვენთვის უმთავრესი ტიტული იქნებოდა, რადგან აქ კვირაში ერთხელ ფანტასტიკური გუნდები გვეთამაშებიან".
დორტმუნდის "ბორუსიამ" შინ 2:0 დაამარცხა "აინტრახტი" და სერიოზულად ჩაერთო ევროსაგზურისთვის ბრძოლაში. ანგარიში პენალტით პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გახსნა, პირველივე ტაიმში
"ჰამბურგმა", როგორც იქნა, მოიგო და 9-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.
დორტმუნდი-აინტრახტი 2:0
გოლები: 1:0 ობამეიანგი (24-პენ), 2:0 კაგავა (32)
ჰამბურგი-აუგსბურგი 3:2
გოლები: 1:0 ოლიჩი (11), 2:0 ლასოგა (19), 2:1 ბობადილია (25), 2:2 ვერნერი (69), 3:2 ლასოგა (71)
ჰანოვერი-ჰოფენჰაიმი 1:2
გოლები: 0:1 მოდესტე (1), 1:1 შტინდლი (24-პენ), 1:2 შიპლოკი (83)
კიოლნი-ლევერკუზენი 1:1
გოლები: 0:1 ბრანდტი (60), 1:1 ფინე (83)
შენიშვნა: ჩალჰანოღლუმ (ლევერკუზენი) ვერ გაიტანა პენალტი (42)
შტუტგარტი-ფრაიბურგი 2:2
გოლები: 1:0 გინჩეკი (24), 2:0 ჰარნიკი (27), 2:1 პეტერსენი (58-პენ), 2:2 პეტერსენი (85)
გაძევება: ჰლუშეკი (65. შტუტგარტი)
ბაიერნი-ჰერტა 1:0
გოლი: შვაინშტაიგერი (85)
1. ბაიერნი - 76 ქულა; 2. ვოლფსბურგი - 61; 3. ლევერკუზენი - 55; 4. გლადბახი - 54; 5. შალკე - 42.