ბუნდესლიგა. ბოლო ტურის წინ: "პადერბორნი" განწირულია?

AutoSharing Option
ბუნდესლიგაში დიდი ხანია, არ ყოფილა შემთხვევა, როცა ბოლო ტურის წინ არც ერთი გუნდი არ ყოფილიყოს ვადაზე ადრე გავარდნილი ქვედა ლიგაში. წელს სწორედ ასეთი სიტუაციაა და ბრძოლა ხუთ გუნდს შორის ძალიან საინტერესო იქნება...

"ჰამბურგის" საამაყო რეკორდს ყოფნა-არყოფნის საკითხი უდგას. ერთადერთ გუნდს, რომელსაც ბუნდესლიგის ყველა სეზონი აქვს ჩატარებული, მხოლოდ მოგება სჭირდება "შალკესთან" საშინაო მატჩში. და, შესაძლოა, ეს სამი ქულაც არ იყოს საკმარისი თუნდაც საპლეიოფო მე-16 ადგილზე მოსახვედრად.

საქმე ისაა, რომ ბუნდესლიგაში თანაბარი ქულების შემთხვევაში, პირველ რიგში, ითვალისწინებენ ბურთების სხვაობას, რომელიც "ჰამბურგს" ყველა
კონკურენტზე ("პადერბორნის" გარდა) უარესი აქვს. შესაბამისად, ლაბადიას გუნდს საკუთარი მოგების შემთხვევაში არ აწყობს "შტუტგარტის" მოგება და "ჰანოვერსა" და "ფრაიბურგს" შორის ფრე. ამ შემთხვევაში "ჰამბურგი" ნებისმიერ შემთხვევაში გავარდება.

ასეა თუ ისე, ჰამბურგელებმა მხოლოდ მოგებაზე უნდა იფიქრონ და ამის გაკეთება ვან დერ ვაარტის გარეშე მოუწევს, რომელიც ზედმეტი ყვითელი ბარათების გამო ტოვებს შეხვედრას. აუტსაიდერისთვის, შესაძლოა, დადებითი მხარე იყოს ის, რომ "შალკემ" წინა ტურში გაინაღდა ევროპალიგაზე თამაში და ბოლო ტურში მოტივაცია არ გააჩნია.

* * *
აუტსაიდერებს შორის ისეთი მატჩია, რომელშიც უშუალო კონკურენტები ხვდებიან ერთმანეთს. ერთ-ერთია "ჰანოვერისა" და "ფრაიბურგის" დუელი. ორივემ წინა ტურში მოიგო:

"ჰანოვერმა" ბრწყინვალე ფორმაში მყოფი შტინდლის დუბლით სძლია "აუგსბურგს" (ეს იყო გუნდის პირველი მოგება მეორე წრეში), "ფრაიბურგმა" კი "ბაიერნს" წაართვა სამი ქულა. შესაბამისად, მეტოქეებს განწყობა კარგი აქვთ, რაც შეეხება მათ კოზირებს, "ჰანოვერს" საკუთარი კედლების იმედი უნდა ჰქონდეს, "ფრაიბურგს" კი კონკურენტებზე გაცილებით უკეთესი ბურთების სხვაობა აქვს და ფრეზე ნებისმიერ შემთხვევაში დარჩება ლიგაში (ყოველგვარი პლეი ოფის გარეშე).

"მას შემდეგ, რაც "ბაიერნი" დავამარცხეთ, წაგების უფლება აღარ გვაქვს", - ამბობს "ფრაიბურგის" დამრიგებელი კრისტიან შტრაიხი. მისი გუნდის სასარგებლოდ ლაპარაკობს ის ფაქტი, რომ ამ სეზონში "ფრაიბურგს" არც ერთი მატჩი არ წაუგია კონკურენტებთან გასვლაზე.

სხვათა შორის, ფრე გარკვეულწილად "ჰანოვერსაც" აწყობს, რადგან ამ შემთხვევაში, მინიმუმ მე-16 ადგილი გარანტირებული ექნება.

* * *
აუტსაიდერებს შორის ყველაზე ცუდ მდგომარეობაში "პადერბორნია", რომელსაც ყველაზე ნაკლები ქულა და ყველაზე ცუდი ბურთების სხვაობა აქვს. ბაიერსდორფერის გუნდს მხოლოდ მე-16 ადგილის დაკავების შანსი აქვს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ თავის მატჩში "შტუტგარტს" მოუგებს შინ და პარალელურად, "ჰამბურგი" ვერ დაამარცხებს "შალკეს".

"ჰამბურგის" მოგების შემთხვევაში, "პადერბორნი" 100 პროცენტით დაბრუნდება მეორე ბუნდესლიგაში.

"შტუტგარტი" საკუთარ თავზეა დამოკიდებული - მოგება გარანტირებულად დატოვებს ბუნდესლიგაში.

წაგება გავარდნის გარანტიაა და არც ფრეა სასურველი შედეგი, რადგან "ფრაიბურგისა" და "ჰანოვერის" უკან დარჩება და მხოლოდ მე-16 ადგილს უნდა დაყაბულდეს, ისიც "ჰამბურგის" ვერმოგების შემთხვევაში.

გერმანია. ბუნდესლიგა. ბოლო ტური
შაბათი. 23 მაისი
ბაიერნი-მაინცი 17:30
დისკვალიფიკაცია: რეინა
ტრავმა: შტარკე, ალაბა, რიბერი, ბადშტუბერი, რობენი - სოტო, ჰოფმანი, ნედელევი
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 მატჩი: +12=2-3 (45-20)

დორტმუნდი-ვერდერი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გროსკროიტცი, შაჰინი, რამოსი - ვოლფი, ფრიტცი, გალვესი, გარსია, ლორენცენი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 93 მატჩი: +37=16-40 (142-153)

გლადბახი-აუგსბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: იანტჩკე - ვერჰაეგი, ბობადილია
ტრავმა: ალვარო დომინგესი, შტრანცლი - კალსენ-ბრაკერი,რაინჰარდტი, კაიუბი, ჯურჯიჩი, ჟი
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 მატჩი: +1=3-3 (6-8)

აინტრახტი-ლევერკუზენი 17:30
დისკვალიფიკაცია: - თოფრაქი
ტრავმა: ანდერსონი, კიტელი, მაიერი, მედოიევიჩი - ჰილბერტი, პაპადოპულოსი, კრუსი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 59 მატჩი: +21=13-25 (85-97)

კიოლნი-ვოლფსბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ოლკოვსეი, ჰელმესი - ბენალიო, ფელიპე, ჰანტი
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 მატჩი: +3=5-11 (22-44)

ჰამბურგი-შალკე 17:30
დისკვალიფიკაცია: ვან დერ ვაარტი
ტრავმა: დრობნი, ბეჰრამი, გრინი, ილიჩევიჩი - გიფერი, ჰიოვედესი, უჩიდა, ობასი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 93 მატჩი: +35=23-35 (145-133)

ჰანოვერი-ფრაიბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: ჰ. საკაი
ტრავმა: პანდერი - ზორგი, მიოლერ დელი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 მატჩი: +6=5-4 (28-22)

ჰოფენჰაიმი-ჰერტა 17:30
დისკვალიფიკაცია: - ბრუქსი
ტრავმა: შტოლცი, შიპლოკი, ზიულე - ბაუმიოჰანი, ბენ-ჰატირა, ჩიგერჩი, შიბერი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 მატჩი: +3=2-4 (17-11)

პადერბორნი-შტუტგარტი 17:30
დისკვალიფიკაცია: ბრიუკნერი
ტრავმა: ბურხერტი, ბერტელსი, მეჰა, დუკში
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 მატჩი: +0=1-0 (0-0)

ბომბარდირები: 19 - ალექს მაიერი (აინტრახტი); 17 - არიენ რობენი (ბაიერნი); 16 - ბას დოსტი (ვოლფსბურგი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 15 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 13 - ფრანკო დი სანტო (ვერდერი), თომას მიულერი (ბაიერნი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული