რობერტო დი მატეო "შალკეს" მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს

AutoSharing Option
იტალიელი სპეციალისტი რობერტო დი მატეო ტოვებს "შალკეს" მთავარი მწვრთნელის პოსტს.

მან ეს გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მიიღო მას შემდეგ, რაც "მეშახტეებმა" ბუნდესლიგის ბოლო ტურში 0:2 წააგეს "ჰამბურგთან". "შალკემ" სეზონი მეექვსე ადგილზე დაასრულა, რაც ევროპალიგაზე გამოსვლის უფლებას იძლევა.

დი მატეო "შალკეს" 2014 წლის ოქტომბრიდან ედგა სათავეში. მისი კონტრაქტი 2017 წლის ივნისამდე იყო ძალაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული