ბუნდესლიგა. VI ტურის წინ: "ბაიერნის" პირველი გამოცდა

AutoSharing Option
ფოტოზე: გაუტანს დოსტი "ბაიერნს"?
ჩემპიონი ვიცე-ჩემპიონის წინააღმდეგ! მეორე გუნდი მესამის პირისპირ! მეექვსე ტურში პირველი წრის ერთ-ერთი მთავარი მატჩი გაიმართება.

"ბაიერნს" რევანში აქვს ასაღები "ვოლფსბურგთან" ბოლო ორი წაგებისთვის. და მიუნხენელებისთვის ეს უნდა იყოს გენერალური რეპეტიცია "დორტმუნდთან" მატჩისთვის, რომელიც 4 ოქტომბერს ჩატარდება.

"ბაიერნს" უბრუნდება გამოჯანმრთელებული რობერტ ლევანდოვსკი, რომელიც ყოფილ თანაგუნდელს დანტეს შეუტევს. "ვოლფსბურგის" დაცვას ბრაზილიელი ძალიან მოუხდა - მასთან ერთად სამ მატჩში "მგლებს" გოლი არ გაუშვიათ.

ბას დოსტმა წინა ტურში დაამტკიცა, რომ ისევ ფორმაშია. ჰოლანდიელმა "ჰერტას" წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და 18 გოლით
2015 წელს საუკეთესო ბომბარდირია.

სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი: ნოიერი, ლამი, ბოატენგი, ალაბა, ბერნატი, ჩაბი ალონსო, ტიაგო ალკანტარა, ვიდალი, მიულერი, ლევანდოვსკი, დუგლას კოშტა.
ვოლფსბურგი: ბენალიო, ტრეში, ნალდო, დანტე, როდრიგესი, გილავოგი, ლუიშ გუსტავო, კალიჯური, კრუზე, დრაქსლერი, დოსტი.

წინასამატჩო სტატისტიკა
ბაიერნი-ვოლფსბურგი
- "ბაიერნს" საუკეთესო სტარტი აქვს პეპ გვარდიოლას მეთაურობით - ხუთიდან ხუთი მოგება.
- "ვოლფსბურგს" ოთხი ოფიციალური მატჩია გოლი არ გაუშვია. ეს სერია 420 წუთია გრძელდება.
- "ბაიერნს" გვარდიოლას ხელმძღვანელობით არასოდეს წაუგია პირველ წრეში - 34 მოგება და 5 ფრე.
- "ვოლფსბურგი" ბუნდესლიგაში 9 მატჩია დაუმარცხებელია - 5 მოგება და 4 ფრე.
- "ბაიერნსა" და "ვოლფსბურგს" შორის ბოლო ორი მატჩი "მგლებმა" მოიგეს - 4:1 ბუნდესლიგაში და პენალტების სერიაში გამარჯვება გერმანიის სუპერთასზე.
- "ვოლფსბურგს" წელს სტუმრად არ აქვს მოგებული - ფრეები კიოლნსა და ინგოლშტადტში.
- "ვოლფსბურგმა" რვიდან ხუთი გოლი სტანდარტულებიდან გაიტანა.

ჰერტა-კიოლნი
- ხუთ ტურში 10 ქულა - საუკეთესო სტარტია "კიოლნისთვის" ბოლო 26 წლის განმავლობაში.
- "ჰერტამ" ბოლო 11 საშინაო მატჩში შვიდჯერ მოუგო "კიოლნს".
- "ჰერტამ" შინ ბოლო რვა მატჩში მხოლოდ ერთი წააგო.
- "კიოლნის" ორ საგარეო მატჩში ჯამში 12 გოლი გავიდა.
- "კიოლნის" ფორვარდს ენტონი მოდესტეს ბოლო სამ მატჩში თითო გოლი გააქვს, სულ კი 6 ოფიციალურ მატჩში შვიდჯერ გაიტანა.
- "ჰერტას" ფორვარდს ვედად იბიშევიჩს 25 მატჩია და 20 თვეა გოლი არ გაუტანია.

ინგოლშტადტი-ჰამბურგი
- "ინგოლშტადტი" მესამე დებიუტანტია ისტორიაში, ვისაც პირველ 5 ტურში 10 ქულა აქვს.
- "ჰამბურგმა" ბოლო 5 წელიწადში საუკეთესო სტარტი აიღო.
- "ინგოლშტადტს" შინ ჯერ გოლი არ აქვს გატანილი.
- გუნდების მეკარეებს - რამაზან იოზჩანსა (4 მატჩი) და იაროსლავ დრობნის (2) ჯერ გოლი არ გაუშვიათ.
- "ინგოლშტადტს" ყველაზე მეტი "მშრალი" მატჩი აქვს - ოთხი.

დარმშტადტი-ვერდერი
- "ბაიერნთან" წაგებამდე, "დარმშტადტი" ზედიზედ 14 ოფიციალური მატჩი არ მარცხდებოდა.
- "ვერდერმა" სტუმრად ოთხ მატჩში ოთხი ქულა აიღო.
- "დარმშტადტმა" ექვსიდან ხუთი გოლი 47-დან და 63-ე წუთამდე გაუშვა.

შალკე-აინტრახტი
- "შალკე" 1600-ე მატჩს ჩაატარებს ბუნდესლიგაში.
- "აინტრახტი" ოთხი ტურია დაუმარცხებელია.
- "აინტრახტს" 12 მატჩია არ მოუგია გელზენკირხენში. ბოლოს სტუმრად "შალკესთან" 1999 წლის 22 მაისს მოიგო.

ლევერკუზენი-მაინცი
- "ლევერკუზენმა" პირველად წააგო ზედიზედ სამი მატჩი როჯერ შმიდტის ხელმძღვანელობით.
- ცხრაქულიან "მაინცს" საუკეთესო სტარტი აქვს 2010-11 წლების სეზონის შემდეგ.
- "მაინცს" "ლევერკუზენთან" ყველაზე მეტი მოგება (7) აქვს, ვიდრე ბუნდესლიგის სხვა გუნდებთან.
- "მაინცს" ლევერკუზენში სამი მატჩია არ წაუგია.
- "მაინცი" ამ სეზონის ყველაზე უიღბლო გუნდია - ექვსჯერ გაარტყა ძელს ბურთი.

ჰანოვერი-შტუტგარტი
- გუნდებს არასოდეს ჰქონიათ ასეთი ცუდი სტარტი თავიანთ ისტორიაში: "ჰანოვერს" ერთი ქულა აქვს, "შტუტგარტს" - არც ერთი.
- ორივე გუნდმა ბოლო მატჩი ბუნდესლიგაში 23 მაისს მოიგო.
- მეტოქეებმა ყველაზე მეტი გოლი გაუშვეს ხუთ ტურში.
- "ჰანოვერს" ჯერ ქულა არ აუღია შინ.
- "შტუტგარტს" ჰანოვერში რვა მატჩია არ მოუგია. ბოლო წაგება 2006 წლის ნოემბრით თარიღდება.

ჰოფენჰაიმი-დორტმუნდი
- ხუთი ტურის შემდეგ "დორტმუნდი" ისტორიულად საუკეთესო გუნდია - ხუთიდან ხუთი მოგება, ბურთების შეფარდება - 18:3.
- "ჰოფენჰაიმს" ხუთი ტურის შემდეგ ერთი ქულა აქვს. აქამდე, გუნდს ხუთ ტურში მინიმუმ ექვსი ქულა ჰქონდა დაგროვებული.
- პირველად მარკუს გიზდოლის ხელმძღვანელობით, "ჰოფენჰაიმმა" ვერ მოიგო ზედიზედ ექვსი მატჩი.
- "დორტმუნდს" 18 გოლი აქვს გატანილი. ხუთ ტურში უფრო მეტი ბურთი "კიოლნს" (19, 1977-78) და "გლადბახს" (20, 1973-74) ჰქონდათ.
- "დორტმუნდმა" სტუმრად ორ გასვლით მატჩში ოთხ-ოთხი გოლი გაიტანა.
- "ჰოფენჰაიმმა" ორი მატჩი წააგო 1:0 დაწინაურების შემდეგ.
- პიერ-ემერიკ ობამეიანგმა საწყის ხუთივე ტურში გაიტანა. აქამდე, ბუნდესლიგის ისტორიაში პირველ ექვს ტურში გოლი არავის გაუტანია.

გლადბახი-აუგსბურგი
- "გლადბახი" ისტორიაში პირველად დარჩა ქულის გარეშე საწყის ხუთ ტურში.
- აუგსბურგთან" წაგების შემთხვევაში, "გლადბახი" გაიმეორებს ანტირეკორდს - ზედიზედ ექვსი წაგება სტარტზე მხოლოდ "დიუსელდორფს" ჰქონდა 1991-92 წლების სეზონში.
- "გლადბახმა" უკვე იმაზე მეტი გოლი გაუშვა (12), ვიდრე შარშანდელ მეორე წრეში (10).
- შარშან, "გლადბახმა" მხოლოდ "აუგსბურგთან" ვერ აიღო ქულები.

ბუნდესლიგა. VI ტური
სამშაბათი. 22 სექტემბერი
ბაიერნი-ვოლფსბურგი 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბადშტუბერი, ბენატია, კირხოფი, რიბერი, რობენი - კასტელსი, ფელიპე, ვიეირინია
ურთიერთშეხვედრები
სულ 36 მატჩი: +27=5-4 (78-32)

ჰერტა-კიოლნი 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კრაფტი, ბრუქსი, ლანგკამპი, პეკარიკი, ბეერენსი, ბენ ჰატირა, კაუტერი, კოლსი, რონი, ალაგუი, შიბერი - მავრაი
ურთიერთშეხვედრები
სულ 50 მატჩი: +17=10-23 (66-85)

ინგოლშტადტი-ჰამბურგი 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დანილო, კოენი
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ

დარმშტადტი-ვერდერი 22:00
დისკვალიფიკაცია: - ბარგფრედე
ტრავმა: შტარკი - ვოლფი, უ. გარსია, ილდირიმი
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 მატჩი: +1=2-1 (8-8)

ოთხშაბათი. 23 სექტემბერი
შალკე-აინტრახტი 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გიფერი, ნასტასიჩი, უჩიდა - ანდერსონი, ჩენდლერი, კიტელი
ურთიერთშეხვედრები
სულ 82 მატჩი: +31=22-29 (124-123)

ლევერკუზენი-მაინცი 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: იედვაი, თოფრაქი, არანგისი - სოტო, ფ. ფრაი
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 მატჩი: +7=4-7 (27-25)

გლადბახი-აუგსბურგი 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ალვარო დომინგესი, შტრანცლი, ჯონსონი - ოპარე, პარკერი, შუსტერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 მატჩი: +1=3-4 (7-11)

ჰანოვერი-შტუტგარტი 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პრიბი - ლანგერაკი, ვანიცეკი, კრუსი
ურთიერთშეხვედრები
სულ 52 მატჩი: +18=10-24 (75-88)

ჰოფენჰაიმი-დორტმუნდი 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ელიუნუსი, ჰამადი, ჰერდლინგი - დურმი, შაჰინი
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 მატჩი: +4=5-5 (18-19)

ბომბარდირები:
6 - მიულერი (ბაიერნი), ობამეიანგი (დორტმუნდი); 5 - მალი (მაინცი); 4 - კასტაინოსი (აინტრახტი), დოსტი (ვოლფსბურგი), მოდესტე (კიოლნი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული