ბუნდესლიგა. IX ტურის წინ: "ბაიერნმა" მეცხრეც უნდა მოიგოს

AutoSharing Option
მეცხრე ტური, რომელშიც ცენტრალური მატჩის გამოყოფა რთულია, ყველაზე დამაინტრიგებელი შეხვედრით იხსნება.

"დორტმუნდის" მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი პირველად დაუპირისპირდება თავის ყოფილ კლუბს - "მაინცს", რომელიც 2013-14 წლების სეზონის შემდეგ დატოვა. შთამბეჭდავი სტარტის შემდეგ სტუმრებმა ზედიზედ სამი მატჩი ვერ მოიგეს და გამარჯვება სჭირდებათ იმისთვის, რომ კიდევ უფრო შორს არ გაექცეთ ჩემპიონატის ლიდერი "ბაიერნი".

თავად "რეკორდმაისტერს", წესით, არ უნდა გაუჭირდეს ზედიზედ მეცხრე გამარჯვების მოპოვება. ის სტუმრად ეთამაშება "ვერდერს", რომელიც ძალიან ჰყავს დაბრიყვებული ბოლო წლებში. "ბაიერნს" ზედიზედ 12 ოფიციალური მატჩი აქვს მოგებული ბრემენელების წინააღმდეგ,
ბოლო ხუთ შეხვედრას კი ასეთი ანგარიშებით უგებდა: 4:0, 6:0, 5:2, 7:0, 6:1. ალბათ, აქ კომენტარი ზედმეტია.

გამოსასწორებელი აქვს სატურნირო მდგომარეობა "ვოლფსბურგს", რომელმაც ზედიზედ სამი მატჩი ვერ მოიგო და მეათე ადგილამდე დაეშვა. თან "მგლებმა" "ეინდჰოვენთან" ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ მატჩზეც უნდა იფიქრონ. დიტერ ჰეკინგის გუნდისთვის კარგი ამბავი ის არის, რომ ვიეირინია ბრუნდება.

"ვოლფსბურგის" მეტოქე "ჰოფენჰაიმი" აღმავლობის გზაზეა - ზედიზედ სამი მატჩი არ წააგო, თანაც ძალიან სახიფათო შეტევითი ხაზი ჰყავს: კევინ ფოლანდმა ზედიზედ ორ თამაშში დუბლი შეასრულა, ედუარდო ვარგასი კი პერუს ნაკრების წინააღმდეგ შესრულებული დუბლით ბრუნდება ოკეანის გაღმიდან.

იმის გამო, რომ ჩემპიონთა ლიგის ზონაში იმყოფებიან, "შალკესა" და "ჰერტას" დაპირისპირებას შეგვიძლია ვუწოდოთ გამორჩეული მატჩი. "მეშახტეებმა" წინა ტურში თავი შეირცხვინეს, როცა შინ 0:3 წააგეს "კიოლნთან", არადა, მანამდე ოთხმატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდათ.

"შალკეს" სწორედ ამ სწორ გზაზე დაბრუნება სურს, მაგრამ, სავარაუდოდ, ამის გაკეთება კლაას-იან ჰუნტელაარის გარეშე მოუწევს, რომელიც ნაკრებიდან კლუბში ტრავმით დაბრუნდა. დედაქალაქელები შესანიშნავ ხასიათზე ჩადიან გელზენკირხენში: ბოლო სამი მატჩიდან ორი მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს და მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს. ძალიან კარგი შემტევი წყვილი ჩამოყალიბდა - იბიშევიჩი და კალუ. ამ დუეტმა გუნდური 11 გოლიდან შვიდში მიიღო მონაწილეობა.

შაბათის ტოპ-მატჩად მოინათლა "აინტრახტის" და "გლადბახის" შეხვედრა. ფრანკფურტელებს ოთხი ტურია არ მოუგიათ, მათ მეტოქეს კი ზედიზედ სამი მოგება აქვს. "ბორუსია" აშკარად აღმავლობის გზაზეა, მაგრამ სერიოზული საკადრო პრობლემები შეექმნა - გამორიცხულია ჰერმანისა და ჯაკას თამაში.

ტურისწინა სტატისტიკა
მაინცი-დორტმუნდი
- "მაინცს" ბოლო რვა მატჩიდან შვიდი აქვს წაგებული "დორტმუნდთან".
- "დორტმუნდს" ზედიზედ ხუთი ოფიციალური მატჩია არ მოუგია.
- "მაინცს" ოთხი მოგება აქვს - იმდენი, რამდენიც შარშან, მთელი პირველი წრის განმავლობაში ჰქონდა.

შალკე-ჰერტა
- "შალკეს" ზედიზედ 13 მატჩია, არ წაუგია "ჰერტასთან". ამ სერიისას, ბერლინურმა კლუბმა მხოლოდ ორი ქულა აიღო და ოთხი გოლი გაიტანა.
- XXI საუკუნეში "შალკეს" ყველაზე მეტი მოგება "ჰერტასთან" აქვს მოპოვებული - 16.
- ვედად იბიშევიჩმა "ჰერტაში" ჩატარებულ ხუთ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.

ვოლფსბურგი-ჰოფენჰაიმი
- "ვოლფსბურგმა" ბოლო სამი მატჩი ვერ მოიგო და ცხრა შესაძლებლიდან მხოლოდ ერთი ქულა აიღო.
- "ვოლფსბურგი" 26 მატჩია, დაუმარცხებელია საკუთარ მოედანზე.
- ანდრე შიურლეს ცხრიდან ცხრა მოგება აქვს "ჰოფენჰაიმის" წინააღმდეგ.
- კევინ ფოლანდმა ბოლო ორ მატჩში დუბლი შეასრულა.
- "ჰოფენჰაიმს" ამ სეზონში ერთადერთი გამარჯვება სტუმრად აქვს მოპოვებული.

ჰამბურგი-ლევერკუზენი
- "ჰამბურგის" დამრიგებელს, ბრუნო ლაბადიას არასოდეს მოუგია "ლევერკუზენისთვის" (7 მატჩი ბუნდესლიგაში).
- ჩემპიონატის პირველ ოთხ ტურში "ჰამბურგმა" 7 გოლი გაიტანა, ბოლო ოთხში - მხოლოდ ერთი.
- "ჰამბურგს" ზედიზედ ორი წაგება აქვს. ბრუნო ლაბადიას ზედიზედ სამი მატჩი არასოდეს წაუგია.

აუგსბურგი-დარმშტადტი
- "აუგსბურგს" ბოლო 12 ოფიციალურ მატჩში არ წაუგია "დარმშტადტთან". ბოლო წაგება 1995-96 წლების სეზონით თარიღდება, როცა ისინი რეგიონალლიგაში შეხვდნენ ერთმანეთს.
- გუნდები პირველად ხვდებიან ერთმანეთს ბუნდესლიგაში.

ვერდერი-ბაიერნი
- "ვერდერს" 2008 წლის შემდეგ არ დაუმარცხებია "ბაიერნი". ეს სერია 15 ოფიციალურ მატჩს მოიცავს.
- "ბაიერნს" შეუძლია გახდეს პირველი გუნდი ისტორიაში, რომელიც ზედიზედ ცხრა სასტარტო შეხვედრას მოიგებს.
- "ვერდერს" ოთხმატჩიანი წაგებათა სერია აქვს.
- ბრემენელებმა რვა ტურში შვიდი გოლი გაიტანეს. ასეთი ცუდი შედეგიანობა გუნდს 41 წელია არ ჰქონია.

აინტრახტი-გლადბახი
- "გლადბახმა" ზედიზედ სამი მატჩი მოიგო ახალი მწვრთნელის, ანდრე შუბერტის მისვლის შემდეგ.
- შუბერტის ხელმძღვანელობით, "გლადბახი" ყოველ მეოთხე დარტყმას გოლში გარდასახავს. ლუსიენ ფავრის დროს ეს ინტერვალი 25 დარტყმას შეადგენდა.
- პირველ ოთხ ტურში "აინტრახტმა" 12 გოლი გაიტანა, ბოლო ოთხში - მხოლოდ ერთი.

კიოლნი-ჰანოვერი
- "კიოლნმა" რვა ტურში 14 ქულა დააგროვა. ასეთი შედეგი გუნდს 19 წელიწადია, არ ჰქონია.
- "კიოლნი" 14 ტურია, შინ არ მარცხდება.
- "კიოლნმა" შვიდი გოლი გაიტანა ბოლო 15 წუთში.

შტუტგარტი-ინგოლშტადტი
- ამ სეზონში "შტუტგარტმა" ვერც ერთ ოფიციალურ მატჩში "მშრალად" ვერ შეინახა საკუთარი კარი. "ინგოლშტადტმა" კი, პირიქით, ჩემპიონატის რვა მატჩიდან ხუთში არ გაუშვა გოლი.
- "შტუტგარტმა" თავის ისტორიაში ყველაზე უარესი სტარტი აიღო ჩემპიონატში.
- "შტუტგარტმა" წელს ყველა მატჩი წააგო საკუთარ მოედანზე - ოთხიდან ოთხი.

IX ტური
პარასკევი. 16 ოქტომბერი
მაინცი-დორტმუნდი 22:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სერენო, სოტო, ფ. ფრაი, ციმლინგი - დურმი, შმელცერი, შაჰინი
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 მატჩი: +3=6-9 (17-29)
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +3=2-1

შაბათი. 17 ოქტომბერი
შალკე-ჰერტა 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გიფერი, ნასტასიჩი, უჩიდა, ჰიოგერი - კრაფტი, ბრუქსი, პეკარიკი, შტარკი, ბეერენსი, ბენ ჰატირა, ალაგუი, შიბერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 62 მატჩი: +30=11-21 (88-62)
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +3=1-2

ვოლფსბურგი-ჰოფენჰაიმი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფელიპე, კნოხე - ჰამადი, ჰერდლინგი
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 მატჩი: +7=3-4 (32-23)
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=3-2

ჰამბურგი-ლევერკუზენი 17:30
დისკვალიფიკაცია: - ვენდელი
ტრავმა: კაჩარი - ჰილბერტი, არანგისი
ურთიერთშეხვედრები
სულ 72 მატჩი: +27=19-26 (106-91)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=1-3

აუგსბურგი-დარმშტადტი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პარკერი - პლატინსი
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +2=2-2

ვერდერი-ბაიერნი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვოლფი, ილდირიმი, იოჰანსონი - ბადშტუბერი, ბენატია, კირხოფი, კომანი, გიოტცე, რიბერი, როდე, ვიდალი
ურთიერთშეხვედრები
სულ 98 მატჩი: +26=25-47 (119-188)
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +6=0-0

აინტრახტი-გლადბახი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ანდერსონი, კიტელი - ჯაკა, შტრანცლი, ჰერმანი, ნ. შულცი
ურთიერთშეხვედრები
სულ 82 მატჩი: +32=23-27 (130-118)
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +3=0-3

კვირა. 18 ოქტომბერი
კიოლნი-ჰანოვერი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მავრაი - პრიბი
ურთიერთშეხვედრები
სულ 42 მატჩი: +17=7-18 (62-65)
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +1=1-4

შტუტგარტი-ინგოლშტადტი 19:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლანგერაკი, გენტნერი, კოსტიჩი, გინჩეკი, კრუსი - დანილო, კოენი
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +3=2-1

ბომბარდირები: 12 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 10 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 8 - თომას მიულერი (ბაიერნი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლევანდოვსკი რა ცხოველია:):):)
piccolo ladro
19:14 16-10-2015
0
ბაიერნს გერმანიაში კონკურენტი უბრალოდ არაჰყავს...
zura kiknavelidze
15:55 16-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული