ბუნდესლიგა. XI ტურის წინ: ვოლფსბურგში შოუს ველით

AutoSharing Option
ფრანკფურტის "აინტრახტს" აშკარად კრიზისის ნიშნები აქვს. წინა ტურში გუნდმა 0:1-დან მოუგო სტუმრად "ჰანოვერს", მაგრამ შუა კვირაში, თასზე სამარცხვინოდ დამარცხდა "აუესთან".

თითქმის წარმოუდგენელია, რომ არმინ ფეს შეგირდებმა ხასიათი დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გამოიკეთონ, რადგან ათიდან ათი მატჩის მომგებ "ბაიერნს" ხვდებიან, რომელთანაც ბოლო ექვსი მატჩი ისე აქვთ წაგებული, რომ გოლი არ გაუტანიათ.

"დორტმუნდი" ეცდება, კიდევ უფრო შორს არ გაუშვას "ბაიერნი", ამისთვის კი ბრემენში "ვერდერის" დამარცხება იქნება საჭირო. ბრემენელებმა თვალში გამოიხედეს, როცა ზედიზედ ხუთი წაგების შემდეგ "მაინცს" სტუმრად მოუგეს, თასზე კი "კიოლნი" დაამარცხეს. "მუსიკოსების"
დამრიგებელმა ვიქტორ სკრიპნიკმა უნდა მოიფიქროს - როგორ შეაჩეროს პიერ-ემერიკ ობამეიანგი, რომელიც თასის მატჩში დაასვენეს.

გაბონელს უკვე 20 გოლი აქვს ოფიციალურ მატჩებში, ლევანდოვსკისთან ერთად ლიდერობს ბომბარდირთა დავას და საუკეთესოა "გოლი+პასის" სისტემით.

ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს "ჰერტასა" და "გლადბახის" შეხვედრა. დედაქალაქელებს აშკარად ევროპისკენ აქვთ კურსი აღებული. გუნდმა ბოლო შვიდ მატჩში ოთხი მოიგო და გერმანიის თასის მერვედფინალშიც გავიდა, ახლა კი ეცდება "ბორუსიის" ხუთმატჩიანი მოგებათა სერიის შეწყვეტას.

რეალურად, "გლადბახს" შიდა არენაზე მიჯრით ექვსი მოგება აქვს, რადგან თასზე სტუმრად მოუგო "შალკეს". თუმცა აქ ერთი მომენტია გასათვალისწინებული - მომავალ კვირას "ბორუსია" ჩემპიონთა ლიგაზე შინ იღებს "იუვენტუსს". ეს მატჩი ბოლო შანსია გუნდისთვის, ამიტომაც "ჰერტასთან" ბოლომდე დახარჯვა არ ივარგებს.

ტურის ცენტრალური მატჩი ვოლფსბურგში იმართება - "მგლები" "ლევერკუზენს" მასპინძლობენ. "ფარმაცევტები" ხუთი ტურია, არ აგებენ და ისევ დაიბრუნეს ყველაზე "მხიარული" გუნდის სტატუსი. ყველა ტურნირზე ამ გუნდის ბოლო სამ მატჩში 21 გოლი გავიდა - "ლევერკუზენმა" 14 გაიტანა და შვიდი გაუშვა (მატჩების ანგარიშები იყო: 4:4, 4:3 და 6:0). ასე რომ, ვოლფსბურგში" სპექტაკლი გარანტირებულია.

ცნობილმა ჰოლანდიელმა ჰუუბ სტევენსმა მორიგი გუნდის გადარჩენა ითავა - "ჰოფენჰაიმი" ჩაიბარა, რომელიც ბოლოსწინა ადგილზეა.

61 წლის სპეციალისტს პირველივე მატჩში რთული ტესტის ჩაბარება უწევს. გერმანიის თასის მატჩის ჩათვლით, "კიოლნმა" ზედიზედ სამი შეხვედრა წააგო ისე, რომ გოლი არ გაუტანია. ასე რომ, საკუთარი პუბლიკის წინაშე რეაბილიტაციას ეცდება. თან, "ჰოფენჰაიმს" დისკვალიფიკაციის გამო ცენტრალური მცველი ბიჩაკჩიჩი და შეტევების ლიდერი ფოლანდი არ ეყოლება.

ტურისწინა სტატისტიკა
აინტრახტი-ბაიერნი
* "ბაიერნს" ზედიზედ 10 მატჩი აქვს მოგებული. აქამდე არც ერთ გუნდს არ გაუტანია პირველ 10 ტურში 33 გოლი.
* "ბაიერნს" ბოლო ექვს მატჩში დამარცხებული ჰყავს "აინტრახტი", თან ისე, რომ არც ერთ შეხვედრაში გოლი არ გაუშვია.
* "აინტრახტის" დამრიგებელს, არმინ ფეს ბოლო 17 მატჩიდან 14 აქვს წაგებული "ბაიერნთან".

აუგსბურგი-მაინცი
* "აუგსბურგმა" ორი საკლუბო ანტირეკორდი დაამყარა - 10 ტურის შემდეგ გუნდს არასოდეს ჰქონდა 5 ქულა და 20 გაშვებული გოლი.
* "მაინცმა" ბოლო 5 მატჩიდან ოთხი წააგო.
* "მაინცს" ზედიზედ სამი მატჩი აქვს მოგებული "აუგსბურგისთვის".

შალკე-ინგოლშტადტი
* "შალკეს" პირველ შვიდ ტურში მხოლოდ ერთი წაგება ჰქონდა, მაგრამ ბოლო სამ მატჩში ორჯერ დამარცხდა.
* ამ სეზონში "შალკეს" ყოველ დამარცხებას მოგება მოჰყვება.
* "ინგოლშტადტს" ზედიზედ ორი წაგება აქვს, რაც პირველად მოხდა სეზონში.

ვერდერი-დორტმუნდი
* "დორტმუნდმა" ბოლო რვა გასვლიდან შვიდი მოუგო "ვერდერს".
* პიერ-ემერიკ ობამეიანგი პირველი მოთამაშეა "დორტმუნდის" ისტორიაში, ვინც 10 ტურის შემდეგ 13 გოლი გაიტანა.
* ბუნდესლიგის გუნდების წინააღმდეგ "დორტმუნდს" ყველაზე მეტი გასვლითი მატჩი "ვერდერთან" აქვს წაგებული (31).

ჰერტა-გლადბახი
* სეზონის სტარტზე ზედიზედ ხუთი წაგების შემდეგ "გლადბახმა" ზედიზედ ხუთი მატჩი მოიგო, რასაც დაემატა გამარჯვება გერმანიის თასის 1/16-ფინალში ("შალკესთან" 2:0).
* მას შემდეგ, რაც "ჰერტა" პალ დარდაიმ ჩაიბარა, გუნდმა 24 გოლი გაუშვა. უფრო ცოტა ბურთი თავის კარში მხოლოდ "ბაიერნმა" მიიღო (13).
* "ჰერტა" ამ სეზონში შინ დაუმარცხებელია. დედაქალაქელებს საკუთარ მოედანზე სამმატჩიანი მოგებათა სერია აქვთ.
* "ჰერტამ" ბოლო რვა მატჩიდან მხოლოდ ერთი მოუგო "გლადბახს" (2013 წლის ოქტომბერში).

კიოლნი-ჰოფენჰაიმი
* "კიოლნმა" 2015 წელს პირველად წააგო ზედიზედ ორი მატჩი.
* "ჰოფენჰაიმს" არასოდეს ჰქონია 10 ტურის შემდეგ ასეთი ცუდი ბალანსი.
* "კიოლნი" შვიდი მატჩია არ მარცხდება "ჰოფენჰაიმთან".

ვოლფსბურგი-ლევერკუზენი
* შარშანდელ სეზონში "ლევერკუზენმა" მხოლოდ "ვოლფსბურგთან" წააგო ორივე მატჩი.
* გუნდები 37-ედ ხვდებიან ერთმანეთს. არც ერთ წინა შეხვედრაში არ დაფიქსირებულა 0:0.
* შარშან, ლევერკუზენში გამართულ შეხვედრაში ცხრა გოლი გავიდა.

შტუტგარტი-დარმშტადტი
* "შტუტგარტს" არასოდეს ჰქონია 10 ტურის შემდეგ ასეთი ცუდი ბალანსი.
* "დარმშტადტს" ამ სეზონში ჯერ არ წაუგია ზედიზედ ორი მატჩი. გუნდი ყოველ მარცხს მოგებას უნაცვლებდა.

ჰამბურგი-ჰანოვერი
* "ჰამბურგს" უკვე იმდენი მოგება აქვს, რამდენიც შარშან, მთელი პირველი წრის განმავლობაში.
* "ჰანოვერს" 10 ტურის შემდეგ ექვსი წაგება ბოლოს 44 წლის წინ ჰქონდა.
* "ჰამბურგმა" 10 მატჩიდან ხუთში არ გაუშვა გოლი.
* ბოლო ექვს მატჩში "ჰამბურგმა" მხოლოდ ორი გოლი გაიტანა, მაგრამ რვა ქულა აიღო.

XI ტური
პარასკევი. 30 ოქტომბერი
აინტრახტი-ბაიერნი 23:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ანდერსონი, კიტელი - ბერნატი, გიოტცე, რიბერი, როდე
ურთიერთშეხვედრები
სულ 88 მატჩი: +21=20-47 (110-172)
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +6=0-0

შაბათი. 31 ოქტომბერი
შალკე-ინგოლშტადტი 18:30
დისკვალიფიკაცია: გაისი
ტრავმა: გიფერი, ნასტასიჩი, უჩიდა, ჰიოგერი - დანილო, კოენი, ლექსი
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +2=1-3

აუგსბურგი-მაინცი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პარკერი - სერენო, კლემენსი, სოტო, ფ. ფრაი, ციმლინგი, კორდობა
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 მატჩი: +3=1-4 (7-12)
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +2=0-4

ვერდერი-დორტმუნდი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვოლფი, ილდირიმი, იოჰანსონი - დურმი, შაჰინი
ურთიერთშეხვედრები
სულ 94 მატჩი: +40=16-38 (155-145)
ბოლო 6 მატჩი
+1=0-5 +3=2-1

კიოლნი-ჰოფენჰაიმი 18:30
დისკვალიფიკაცია: - ბიჩაკჩიჩი, ფოლანდი
ტრავმა: მავრაი - ჰამადი, ჰერდლინგი
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 მატჩი: +4=3-3 (15-17)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +1=2-3

ჰერტა-გლადბახი 18:30
დისკვალიფიკაცია: იბიშევიჩი
ტრავმა: კრაფტი, პეკარიკი, შტარკი, ბენ ჰატირა, ალაგუი, შიბერი - იანტჩკე, შტრანცლი, ჰერმანი, ნ. შულცი, ჰანი
ურთიერთშეხვედრები
სულ 54 მატჩი: +19=14-21 (82-86)
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +5=0-1

ვოლფსბურგი-ლევერკუზენი 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფელიპე, კნოხე, ტრეში, კრუზე - ჰილბერტი, იედვაი, არანგისი
ურთიერთშეხვედრები
სულ 36 მატჩი: +14=5-17 (58-67)
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +3=2-1

კვირა. 1 ნოემბერი
შტუტგარტი-დარმშტადტი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლანგერაკი, რუპი, გინჩეკი, კრუსი - ჰოლანდი
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 მატჩი: +3=1-0 (14-4)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=1-3

ჰამბურგი-ჰანოვერი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ეკდალი, ჰანტი, კაჩარი - ჰოფმანი, პრიბი, ბენშოპი, ქარამანი
ურთიერთშეხვედრები
სულ 54 მატჩი: +22=15-17 (81-75)
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=1-3

ბომბარდირები: 13 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 10 - თომას მიულერი (ბაიერნი); 6 - იუნუს მალი (მაინცი), ანტონი მოდესტე (კიოლნი), ბას დოსტი (ვოლფსბურგი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული