სომეხი ჰერნიხ მხითარიანის ერთადერთმა გოლმა "დორტმუნდს" აუტსაიდერ "ჰანოვერთან" 1:0 მოაგებინა. სანამ "ბაიერნი" ითამაშებს, "დორტმუნდმა" მასთან ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა.
ტომას ტუხელი (დორტმუნდი): "ძალიან მძიმე დღე გვქონდა, "ბორუსიამ" კარგად დაიწყო და 15-20 დომინირებდა კიდევაც. შევქმენით მომენტები, ბურთი ხარიხასაც გავარტყით. ამის მერე კი ხშირად ვცდებოდით, ტექნიკურმა წუნმა იმატა. გაცილებით უკეთ თამაში შეგვიძლია. მხითარიანს ძალიან ეფექტური გოლი გამოუვიდა, დარტყმა უბრალოდ, დიდებული იყო".
"ვოლფსბურგმა" 2:0 მოუგო "ინგოლშტადტს", გოლები დრაქსლერმა და კნოხემ გაიტანეს. წააგო "ჰერტამ",
დორტმუნდი-ჰანოვერი 1:0
გოლი: 1:0 მხითარიანი (57)
ვოლფსბურგი-ინგოლშტადტი 2:0
გოლები: 1:0 დრაქსლერი (29), 2:0 კნოხე (39)
შტუტგარტი-ჰერტა 2:0
გოლები: 1:0 დიე (51), 2:0 კოსტიჩი (84)
ვერდერი-ჰოფენჰაიმი 1:1
გოლები: 0:1 კრამარიჩი (10), 1:1 ჯილობოჯი (13)
გაძევება: კრამარიჩი (77. ჰოფენჰაიმი)
დარმშტადტი-ლევერკუზენი 1:2
გოლები: 1:0 ვაგნერი (28), 1:1 ზულუ (62. ს. კ.), 1:2 ბრანდტი (77)
კიოლნი-აინტრახტი 3:1
გოლები: 0:1 ა. მაიერი (24), 1:1 გერჰარდტი (29), 2:1 ჰაინცი (57), 3:1 მოდესტი (72)
14 თებერვალი
ჰამბურგი-გლადბახი 18:30
აუგსბურგი-ბაიერნი 20:30
1. ბაიერნი - 53 ქულა; 2. დორტმუნდი - 48; 3. ლევერკუზენი - 35; 4. ჰერტა - 35; 5. შალკე - 33.