ბუნდესლიგა. XXIII ტური: "ბაიერნის" რთული მოგება [VIDEO]

AutoSharing Option
27 თებერვალს გერმანიის ბუნდესლიგის 23-ე ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.

მიუნხენის "ბაიერნმა" სტუმრად 2:0 დაამარცხა "ვოლფსბურგი" და მდევარ "დორტმუნდს" უკვე 11 ქულით გაუსწრო. გოლები მეორე ტაიმში გავიდა, თავი ჯერ კინგსლი კომანმა გამოიჩინა, მერე რობერტ ლევანდოვსკიმ.

ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "ვულოცავ ბიჭებს, მათ კარგად იცოდნენ, რომ "იუვენტუსთან" თამაშიდან 4 დღის მერე "ვოლფსბურგთან" ძალიან გაუჭირდებოდათ. თამაში დიდებულად დავიწყეთ, მაგრამ ბოლო მომენტებში სითამამე არ გვყოფნიდა.

მეორე ტაიმში შემოსულებმა ტიაგომ და რიბერიმ თამაში გააძლიერეს. პირველი გოლი ძალიან დაგვეხმარა გამარჯვების მოპოვებაში, არ ვივიწყებ მანუელ ნოიერსაც, რომელმაც ერთი-ორჯერ
გვისხნა".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ვოლფსბურგი-ბაიერნი 0:2
გოლები: 0:1 კომანი (66), 0:2 ლევანდოვსკი (74)

ჰამბურგი-ინგოლშტადტი 1:1
გოლები: 1:0 დრმიჩი (7), 1:1 ჰინტერსეერი (61)

შტუტგარტი-ჰანოვერი 1:2
გოლები: 1:0 ვერნერი (18), 1:1 შულცი (32), 1:2 შულცი (83)

ვერდერი-დარმშტადტი 2:2
გოლები: 1:0 უჯა (33), 1:1 ვაგნერი (44-პენ), 1:2 სულუ (82), 2:2 პისარო (89)

26 თებერვალი
კიოლნი-ჰერტა 0:1

28 თებერვალი
აუგსბურგი-გლადბახი 18:30
დორტმუნდი-ჰოფენჰაიმი 20:30
მაინცი-ლევერკუზენი 20:30
აინტრახტი-შალკე 22:30

1. ბაიერნი - 62 ქულა; 2. დორტმუნდი - 51; 3. ჰერტა - 39; 4. ლევერკუზენი - 35; 5. გლადბახი - 35.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული