ბუნდესლიგა. XXIII ტური: "ბაიერნი" ვერც "ვოლფსბურგმა" შეაჩერა [VIDEO]

AutoSharing Option
* 23 გოლი 23 მატჩში: რობერტ ლევანდოვსკი ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავას კვლავ სათავეში უდგას.

* "ჰანოვერმა" თომას შააფის ხელში, როგორც იქნა, პირველი შეხვედრა მოიგო.

ვინც ფიქრობდა, რომ "იუვენტუსთან" გადატანილი მძიმე ბრძოლის შემდეგ "ბაიერნი" ბუნდესლიგაში ქულებს გაანიავებდა, მწარედ შეცდა.

საქმე ისაა, რომ რეკორდმაისტერის მეტოქე "ვოლფსბურგი" გახლდათ, რომელიც, მართალია, ამბიციური და მდიდარი კლუბია, მაგრამ მიუნხენურ გრანდს დიდი ხანია, ვერაფერს უხერხებს. ამ სეზონში "ბაიერნი" "ვოლფსბურგს" მესამედ შეხვდა (ერთხელ თასზე) და მესამედ მოუგო - ამჯერად 2:0 "ფოლკსვაგენ-არენაზე".

თუმცა აღსანიშნავია, რომ მიუნხენელებმა ანგარიშის გახსნა საკმაოდ გვიან,
მხოლოდ 66-ე წუთზეღა მოახერხეს და ეს გოლი სწორედ "იუვენტუსიდან" იჯარით აყვანილი კინგსლი კომანის ანგარიშზეა. ოღონდ, სანამ კომანი გაიტანდა, ფრანკ რიბერიმ ვოლფსბურგელთა მარჯვენაფლანგელ ვიეირინიას ფეხი პირდაპირ ფეხებშუა ჩააჭირა და საშინელ დღეში ჩააგდო.

ალბათ, არ არსებობს გულშემატკივარი, ვისაც ვიეირინია არ შეეცოდებოდა. მალე რობერტ ლევანდოვსკიმ მეორე ბურთიც გაიტანა (რიბერის პასით) და მატჩის ბედიც საბოლოოდ გადაწყდა. აღსანიშნავია, რომ "ბაიერნის" პოლონელმა გოლეადორმა 23-ე შეხვედრაში 23-ე გოლი გაიტანა, რაც, დაგვეთანხმებით, ბრწყინვალე შედეგია.

ამრიგად, "ბაიერნმა" 116-ე დაბადების დღე მორიგი გამარჯვებით აღნიშნა. ხოსეპ გვარდიოლას გუნდს ახლა უკვე 62 ქულა აქვს - ორჯერ მეტი, ვიდრე "ვოლფსბურგს" (31), რომელიც, მოგეხსენებათ, მოქმედი ვიცე-ჩემპიონია.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ გვარდიოლამ ძირითად შემადგენლობაში კვლავ არ გაამწესა მარიო გიოტცე, ფრანკ რიბერი და არტურო ვიდალიც სკამზე ჰყავდა. ამ უკანასკნელის ნაცვლად, საყრდენად ჩაბი ალონსომ ითამაშა. ისევე, როგორც "იუვენტუსთან", განაცხადში საერთოდ არ ყოფილა ზამთარში სახელდახელოდ აყვანილი მცველი სერდარ ტასკი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ჰანოვერი" ცოცხალია?
პირველი გოლი ბოლო 471 წუთში! პირველი გამარჯვება 8-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ! პირველი ქულები ახალი მწვრთნელის, თომას შააფის ხელში!

"ჰანოვერმა", როგორც იქნა, მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კლუბის გულშემატკივრებს იმედის ის ერთადერთი ნაპერწკალი არ ჩაუქრათ, გადარჩენის შანსი რომ ჰქვია. შტუტგარტში მოპოვებული ურთულესი და უმნიშვნელოვანესი გამარჯვების (2:1) შემდეგ ჰანოვერში იმედის ნაპერწკალი გაღვივდა კიდეც.

ეს გამარჯვება, პირველ რიგში, "ჰანოვერის" კაპიტნის, გამოცდილი უკანახაზელის, კრისტიან შულცის დამსახურებაა - მან, ფაქტობრივად, მარტომ მოიგო, დუბლი შეასრულა! არადა, თავიდან შვაბები იგებდნენ (ვერნერის გოლით), მაგრამ "წითლებმა" ძალები მოიკრიბეს და თამაში თავიანთ სასარგებლოდ შეატრიალეს.

ამრიგად, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის მეორე წრის ყველაზე სუსტმა გუნდმა, ასევე მეორე წრის ყველაზე ძლიერი გუნდი დაამარცხა და "ჰანოვერის" ფანებს იმედს სწორედ ეს ფაქტორი აძლევს. მომდევნო ტურებში გამოჩნდება, მართლაც ცოცხალია თუ არა "ჰანოვერი".

შაბათსვე "ჰამბურგმა" საკუთარ მოედანზე "ინგოლშტადტის" დამარცხება ვერ შეძლო (1:1) და მატჩის შემდეგ ჩრდილოელები წუწუნებდნენ, "ინგოლშტადტი" ბუნდესლიგის სირცხვილი და საშინელებაა, არ შეიძლება, გუნდი ასეთ დაცვით ფეხბურთს თამაშობდესო. თუმცა, აბა, თავად ინგოლშტადტელებს ჰკითხონ - მართალია, "აუდის" მშობლიური ქალაქის გუნდს ძალიან ცოტა გოლი აქვს გატანილი (17), მაგრამ ცოტასაც უშვებს (24) და მე-9 ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ინგოლშტადტი" არ ვარდება.

ჯერჯერობით კარგად გამოიყურება "დარმშტადტიც", რომელიც ასევე დებიუტანტია და 25 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფება. დარმშტადტელებმა ამ ტურში ბრემენიდან წაიღეს ქულა - 2:1 "ვერდერთან". პარასკევს კი, ბერლინის "ჰერტამ" სტუმრად "კიოლნის" დამარცხება შეძლო და ევროსარბიელის ზონაში პოზიციები მნიშვნელოვნად გაიმყარა.

"დორტმუნდს" გაუჭირდა, მაგრამ მაინც მოიგო
გუშინ დორტმუნდის "ბორუსიას" ძალიან გაუჭირდა "ჰოფენჰაიმის" დამარცხება. თომას ტუხელის ბიჭები მე-80 წუთამდე აგებდნენ, მაგრამ "სოფლელები" ბოლოს მაინც გატეხეს და უკანასკნელ წუთებზე სამი ბურთი გაუტანეს. დორტმუნდელთა თამაში მაშინ გარდაიქმნა, როცა ტუხელმა 74-ე წუთზე მოედანზე ადრიან რამოსი და მორიტც ლაიტნერი შეიყვანა.

ჯერ ჰენრიხ მხითარიანმა სწორედ ლაიტნერის პასით გაათანაბრა, მერე კი, 85-ე წუთზე, პიშჩეკის ჩაწოდებულს რამოსი გამოეხმაურა და ზუსტი თავურით "ბორუსია" წინ გაიყვანა.

მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი ობამეიანგმა ამ სეზონში თავისი 22-ე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - გაბონელი ლევანდოვსკის ისევ მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ "ჰოფენჰაიმი" პირველ ტაიმში რუდის გოლით დაწინაურდა და მეორე ნახევარში სწორედ ეს უკანასკნელი გააძევეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XXIII ტური
26 თებერვალი
კიოლნი-ჰერტა 0:1
გოლი: 0:1 იბიშევიჩი (43)
კიოლნი (3-4-3): ჰორნი - მარო, მავრაი, ჰაინტცი - რისსე, მ. ლემანი, ჰექტორი (69. იოიჩი), მლადენოვიჩი (59. ჰოსინერი) - ბიტენკური (79. ჰარტელი), მოდესტე, გერჰარდტი.
ჰერტა (4-2-2-2): იარშტაინი - პეკარიკი, შტარკი, ბრუკსი, პლატენჰარდტი - ლუსტენბერგერი (67. ჰეგელერი), სკიელბრედი - ვაიზერი, ჰარაგუჩი (91. შტოკერი) - იბიშევიჩი, კალუ (79. ბაუმიოჰანი).
გაფრთხილება: მოდესტე, იოიჩი - ბრუკსი, პლატენჰარდტი
კუთხური: 2-8; ჯარიმა: 15-10; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 15(3)-10(3); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 48 900

27 თებერვალი
ვოლფსბურგი-ბაიერნი 0:2
გოლები: 0:1 კომანი (66), 0:2 ლევანდოვსკი (74)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): კასტეელსი - ტრეში (72. შიურლე), ნალდო (76. კნოხე), დანტე, რ. როდრიგესი - არნოლდი, ლუის გუსტავო - ვიეირინია, დრაქსლერი, მ. შეფერი (84. აზაუი) - კრუზე.
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - ლამი, კიმიხი, ალაბა, ბერნატი - ჩაბი ალონსო - რობენი (56. რიბერი), თ. მიულერი, დუგლას კოშტა (50. ტიაგო ალკანტარა), კომანი (88. როდე) - ლევანდოვსკი.
გაფრთხილება: ბერნატი
კუთხური: 1-7; ჯარიმა: 7-10; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 12(8)-14(4); ბურთის ფლობა: 33%-67%.
მაყურებელი: 30 000

ჰამბურგი-ინგოლშტადტი 1:1
გოლები: 1:0 დრმიჩი (7), 1:1 ჰინტერზეერი (61)
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - გ. საკაი, ჯურუ, სპაჰიჩი, ოსტჟოლეკი - იუნგი, ჰოლტბი - ნ. მიულერი (46. ილიჩევიჩი), ჰანტი (73. კაჩარი), დრმიჩი - რუდნევსი (79. ლასოგა).
ინგოლშტადტი (4-1-2-3): ნილანდი - და კოშტა, მ. მატიპი, ბ. ჰიუბნერი, ბაუერი - როჯერი - პ. გროსი, კოენი - ლეკიე, ლესკანო (87. ჰარტმანი), ჰინტერზეერი (92. ბრეგერიე).
გაფრთხილება: ნ. მიულერი, სპაჰიჩი, გ. საკაი - ჰინტერზეერი, ჰიუბნერი, ლესკანო, კოენი, ბაუერი
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 17-12; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 7(2)-12(3); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 50 675

შტუტგარტი-ჰანოვერი 1:2
გოლები: 1:0 ვერნერი (18), 1:1 კ. შულცი (32), 1:2 კ. შულცი (84)
შტუტგარტი (4-1-4-1): ტიტონი - გროსკროიტცი, შვააბი, ნიდერმაიერი, ინსუა - სერე დიე (76. ჰარნიკი) - რუპი, მაქსიმი, გენტნერი, კოსტიჩი - ვერნერი (77. კრავეცი).
ჰანოვერი (4-3-1-2): ცილერი - ჰ. საკაი, ს. სანე, კ. შულცი, ზორგი - ფოსუმი (88. ა. ზობიეხი), ჰოფმანი, იამაგუჩი - კიოტაკე (91. ანტონი) - ქარამანი, ვოლფი (76. კლაუსი).
გაფრთხილება: ნიდერმაიერი - ჰოფმანი, იამაგუჩი, ზორგი
კუთხური: 17-1; ჯარიმა: 18-11; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 22(10)-12(8); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 54 356

ვერდერი-დარმშტადტი 2:2
გოლები: 1:0 უჯა (33), 1:1 ვაგნერი (44-პენ), 1:2 სულუ (82), 2:2 პისარო (89)
ვერდერი (4-1-2-1-2): ვიდვალდი - გებრე სელასიე, ვესტერგაარდი, ჯილობოჯი, გარსია - გრილიჩი - ს. იატაბარე (58. კლაინჰაისლერი), ბარტელსი - იუნუზოვიჩი - უჯა, პისარო.
დარმშტადტი (4-2-3-1): მათენია - იუნგვირთი, სულუ, რაიკოვიჩი, კალდიროლა - ნიმაიერი, ჰოდორფი - ჰელერი (94. პლატე), როზენტალი (90. შტრო-ენგელი), რაუში (46. კემპე) - ვაგნერი.
გაფრთხილება: ვიდვალდი, იატაბარე, გარსია - რაიკოვიჩი, სულუ, ნიმაიერი
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 24-23; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 16(7)-8(3); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 40 396

28 თებერვალი
აუგსბურგი-გლადბახი 2:2
გოლები: 0:1 რაფაელი (33), 1:1 ფინბოგასონი (50), 2:1 კაიუბი (53), 2:2 ფ. ჯონსონი (55)
აუგსბურგი (4-2-3-1): ჰიტცი - ვერჰეგი, გუველეუვი, კლავანი, მაქსი - კორი, მორავეკი (46. კოო/78. იანკერი) - ბობადილია (83. ესვაინი), ჰალილ ალთინთოფი, კაიუბი - ფინბოგასონი.
გლადბახი (4-2-2-2): ზომერი - ელვედი, ა. კრისტენსენი, ნორდტვეიტი, ვენდტი - დაჰუდი (64. ჰინტერეგერი), ჯაკა - ტრაორე (68. ჰერმანი), ფ. ჯონსონი - აზარი (86. ბრუვერსი), რაფაელი.
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 2-5; ჯარიმა: 17-8; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 24(4)-10(7); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 29 665

დორტმუნდი-ჰოფენჰაიმი 3:1
გოლები: 0:1 რუდი (25), 1:1 მხითარიანი (80), 2:1 რამოსი (85), 3:1 ობამეიანგი (92)
დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, ს. ბენდერი, შმელცერი - ვაიგლი (74. რამოსი), შაჰინი (74. ლაიტნერი) - მხითარიანი, კაგავა (46. გიუნდოგანი), როისი - ობამეიანგი.
ჰოფენჰაიმი (4-1-2-1-2): ბაუმანი - კადერაბეკი, შერი, ზიულე, ბიჩაქჩიჩი - ტოლიანი - შტრობლი, რუდი - ამირი (63. პოლანსკი) - უთი, ფოლანდი (72. ჰამადი).
გაძევება:Lრუდი (58. ჰოფენჰაიმი)
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 11-7; ჯარიმა: 9-10; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 26(9)-9(4); ბურთის ფლობა: 75%-25%.
მაყურებელი: 81 359

მაინცი-ლევერკუზენი 3:1
გოლები: 1:0 მალი (14), 2:0 კორდობა (32), 3:0 მალი (58-პენ), 3:1 ჩიჩარიტო (65)
მაინცი (4-2-3-1): კარიუსი - დონატი, ბალოგუნი, ბუნგერტი, ბუსმანი - ბაუმგარტლინგერი, ფ. ფრაი - დე ბლასისი (72. კლემენსი), მალი (87. სერდარი), ჟაირო (89. ბროზინსკი) - კორდობა.
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - ჰილბერტი, თაა (46. იედვაი), რამალიო, ვენდელი - კრამერი, ჩალჰანოღლუ - მეჰმედი (86. ჰენრიხსი), ბრანდტი (64. კრუსი), ბელარაბი - ჩიჩარიტო.
გაფრთხილება: ბუსმანი - იედვაი
კუთხური: 1-12; ჯარიმა: 16-18; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 14(7)-12(4); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 26 557

აინტრახტი-შალკე 0:0
აინტრახტი (4-1-2-1-2): ჰრადეჩკი - ჰასებე, სამბრანო (71. რეგეზელი), აბრაამი, ოჩიპკა - რუსი - შტენდერა (88. მედოიევიჩი), ჰუსტი (87. კიტელი) - ფაბიანი - ალექს მაიერი, სეფეროვიჩი.
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - რიტერი, ჯ. მატიპი, ნოიშტედტერი, კოლაშინაცი - ჰოიბერგი, გაისი - ჟუნიორ კაისარა (62. მ. მაიერი), ბელჰანდა (67. ლ. სანე), აოგო - ჰუნტელაარი (75. დი სანტო).
გაფრთხილება: ჰასებე - აოგო, მ. მაიერი
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 11(5)-7(2); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 43 500

ბომბარდირები: 23 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 22 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 17 - თომას მიულერი (ბაიერნი); 14 - ჩიჩარიტო (ლევერკუზენი); 12 - ალექსანდერ მაიერი (აინტრახტი).

მომდევნო ტური
1-ლი მარტი:
ჰანოვერი-ვოლფსბურგი, ინგოლშტადტი-კიოლნი

2 მარტი:
ბაიერნი-მაინცი, შალკე-ჰამბურგი, ლევერკუზენი-ვერდერი, გლადბახი-შტუტგარტი, ჰერტა-აინტრახტი, ჰოფენჰაიმი-აუგსბურგი, დარმშტადტი-დორტმუნდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული