* ბერლინის "ჰერტა" მესამე ადგილზე მყარად მოკალათდა და ჩემპიონთა ლიგის საგზურს უმიზნებს.
"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ მარიო გიოტცეს ზედიზედ ხუთი თამაში სათადარიგოთა სკამი "ახეხინა" და ხანდახან გასახურებლად თუ გაუშვებდა ხოლმე - ეს იყო და ეს. შაბათს, ბრემენის "ვერდერთან" მატჩში კი პეპმა 23 წლის გიოტცეს ტანჯვას ბოლო მოუღო და ძირითად შემადგენლობაში გაამწესა.
"მარიოს საწინააღმდეგო, რა თქმა უნდა, არაფერი მაქვს. მას, უბრალოდ, დიდი ხანი გაუცდა, 4 თვე ტრავმირებული იყო და ცხადია, რომ ფორმაში
აქვე ვთქვათ, რომ "ვერდერამდე" "გიოტცინიომ" ბოლოს 4 ოქტომბერს, ყოფილი გუნდის, "დორტმუნდის" წინააღმდეგ ითამაშა და სწორედ იმ შეხვედრაში გაიტანა სეზონის პირველი და დღემდე ერთადერთი გოლი. მას "ვერდერთანაც" შეექმნა საგოლე მომენტი, მაგრამ ვერ გამოიყენა.
თუმცა ბრემენული კლუბი სხვებმა დაიბრიყვეს. მაგალითად, ტიაგო ალკანტარამ, რომელმაც პირველი და ბოლო ბურთები შეაგდო, თომას მიულერმა, რომელმაც ასევე დუბლი შეასრულა და რობერტ ლევანდოვსკიმაც, ოღონდ ერთხელ. რამდენი გამოვიდა?
დიახ, ხუთი - "ბაიერნმა" ბუნდესლიგის კლასიკაში "ვერდერი" 5:0 გაანადგურა და "იუვენტუსთან" მნიშვნელოვანი მატჩის წინ ბავარიელები შესანიშნავ განწყობაზე არიან. აღსანიშნავია ისიც, რომ გვარდიოლამ რობენი და ლევანდოვსკი დაასვენა - თუკი პოლონელი მეორე ტაიმში მაინც შეუშვა მოედანზე, ჰოლანდიელი საერთოდ არ გამოუყვანია.
თუმცა მატჩმა ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, გვარდიოლას გუნდი სულ რომ მეორე შემადგენლობით ეთამაშებინა, მიუნხენელები "ვერდერს" მაინც ადვილად დაამარცხებდნენ (იხილეთ, თუნდაც ბურთის ფლობის მაჩვენებელი). თანაც, ბრემენელებს პისაროსა და იუნუზოვიჩის სახით მთავარი გმირები არ ჰყავდათ. ბრემენელები თავს მთელი გუნდით იცავდნენ და ვითომ 4-1-4-1 ტაქტიკური სქემა სინამდვილეში 5-4-1 უფრო იყო, რადგან საყრდენი ნახევარმცველი ვესტერგაარდი უმეტესად, ძველებურად რომ ვთქვათ, ლიბეროს პოზიციაზე გვევლინებოდა.
გიოტცეს დავუბრუნდეთ: სანამ გამოცვლიდნენ, მას 7.6 კილომეტრი ჰქონდა გარბენილი, რაც იმ წუთისთვის "ბაიერნში" საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ და მარიოს პასების 97-მა პროცენტმა ადრესატამდე მიაღწია.
"მიხარია, რომ ისევ ვითამაშე, დიდი ფეხბურთი ძალიან მომნატრებია. ჩემთვის ყველაზე მთავარი ის არის, რომ ტრავმამ თავი აღარ შემახსენოს. ვიცი, რომ საუკეთესო ფორმაში არ ვარ და დრო მჭირდება", - აღნიშნა გიოტცემ.
ისევ ბრწყინვალე იყო თომას მიულერი, რომელმაც ამ დუბლით გოლების რაოდენობა 19-მდე გაზარდა. აი, რა თქვა თომასმა მატჩის შემდეგ: "ძალიან კარგად ვითამაშეთ და შესაბამისი ანგარიშითაც მოვიგეთ. რაც მალე მოვა ოთხშაბათი, მით უკეთესი - "იუვენტუსის" ბარიერი აუცილებლად უნდა გადავლახოთ".
მიულერი ბომბარდირთა დავაში უკვე ლევანდოვსკის ეჯიბრება, მაგრამ პოლონელი მოედანზე გამოვიდა და მანაც გაიტანა თავისი (24-ე გოლი). მიუხედავად ამ ყველაფრისა, მიუნხენში მთლად იდეალური სიტუაცია არ არის. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ გვარდიოლა უკვე "მანჩესტერ სიტიზე" ფიქრობს და მომავალი კლუბის დაკომპლექტებაზე ზრუნავს.
ორშაბათს პეპი ამსტერდამში, "სიტის" სპორტულ დირექტორ ჩიკი ბეგირისტაინთან და დორტმუნდელი ილქაი გიუნდოგანის მრჩეველთან და ბიძასთან, ილჰან გიუნდოგანთან ერთად ნახეს. თუმცა "ბაიერნის" ბოსი კარლ-ჰაინც რუმენიგე ამბობს, გვარდიოლა ჩვენთან ყოველდღე მაქსიმალურად იხარჯება და მისთვის სასაყვედურო არაფერი გვაქვსო.
აი, რეკორდმაისტერის სპორტულ დირექტორ მათიას ზამერს კი, გვარდიოლას ამსტერდამული ვოიაჟის შესახებ ჟურნალისტის კითხვაზე მწვავე რეაქცია ჰქონდა...
"ჰერტა" ჩემპიონთა ლიგაში?
პარასკევს, ბერლინის "ჰერტამ" "შალკეს" დამარცხება შეძლო (2:0) და მესამე ადგილზე პოზიცია გაიმყარა. ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტის დამარცხების შემდეგ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბერლინელები ძალიან ახლოს არიან საოცნებო მიზანთან, ითამაშონ ევროპის ელიტარულ საკლუბო ლიგაში. 26 ტურის შემდეგ ფაქტი ის არის, რომ "ჰერტა" "გლადბახს" სამი ქულით უსწრებს, "შალკეს" კი - ოთხით.
თავად მიონხენგლადბახელებმა "აინტრახტი" 3:0 დაამარცხეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრანკფურტულ კლუბში ახალი მთავარი მწვრთნელის, ნიკო კოვაჩის დებიუტი "ჩაფლავდა". ევროზონისთვის მებრძოლი კიდევ ერთი ამბიციური კლუბი, "ვოლფსბურგი", ყველასათვის მოულოდნელად, "ჰოფენჰაიმთან" დამარცხდა და მდგომარეობა გაირთულა. "სოფლელები" ბოლოსწინა ადგილზე რჩებიან, თუმცა "აინტრახტს" ქულებით გაუთანაბრდნენ და სასურველ ზონას კი 3 ქულა აშორებთ.
"ჰანოვერი" კი უიმედო აუტსაიდერად რჩება - თომას შააფის შეგირდები საკუთარ მოედანზე "კიოლნთან" დამარცხდნენ და ბოლოსწინა ადგილზე მყოფ "ჰოფენჰაიმს" უკვე 7 ქულით ჩამორჩებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ "ჰანოვერი" ცალი ფეხით უკვე მეორე ბუნდესლიგაშია...
XXVI ტური
11 მარტი
ჰერტა-შალკე 2:0
გოლები: 1:0 იბიშევიჩი (42), 2:0 შტარკი (65)
ჰერტა (4-2-3-1): იარშტაინი - ვაიზერი, შტარკი, ბრუკსი, პლატენჰარდტი - სკიელბრედი, ჩიგერჩი - ჰარაგუჩი, დარიდა (90. ბაუმიოჰანი), კალუ (92. შტოკერი) - იბიშევიჩი (88. ჰეგელერი).
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - ჟუნიორ კაისარა, ჯ. მატიპი, ნოიშტედტერი, აოგო - გაისი (68. დი სანტო), ჰოიბერგი - შიოპფი (68. ლ. სანე), მ. მაიერი (76. სემი), ბელჰანდა - ჰუნტელაარი.
გაფრთხილება: სკიელბრედი, ჩიგერჩი - ჟუნიორ კაისარა
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 16(5)-15(4); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 51 424
12 მარტი
გლადბახი-აინტრახტი 3:0
გოლები: 1:0 შტინდლი (36), 2:0 რაფაელი (53), 3:0 დაჰუდი (79)
გლადბახი (3-4-1-2): ზომერი - ელვედი, ა. კრისტენსენი, ნორდტვეიტი (59. კორბი) - ფ. ჯონსონი (86. ჰერმანი), დაჰუდი, ჯაკა (72. ბრუვერსი), ჰინტერეგერი - აზარი - შტინდლი, რაფაელი.
აინტრახტი (4-1-2-2-1): ჰრადეცკი - რეგეზელი, აბრაამი, რუსი, ჯაპკა - რაინარტცი - მედოიევიჩი, ჰასებე (50. ჰუსტი) - სეფეროვიჩი, აიგნერი (86. კასტაინოსი) - ფაბიანი (55. კიტელი).
გაფრთხილება: დაჰუდი - ჰასებე, აბრაამი, ჰუსტი
კუთხური: 1-1; ჯარიმა: 8-20; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 16(8)-4(0); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 54 010
ჰანოვერი-კიოლნი 0:2
გოლები: 0:1 ბიტენკური (43), 0:2 ბიტენკური (61)
ჰანოვერი (4-2-3-1): ცილერი - ჰ. საკაი, მილოშევიჩი (56. უგო ალმეიდა), კ. შულცი, ზორგი - შმიდებახი, ს. სანე - ქარამანი, კიოტაკე, ფოსუმი (62. კლაუსი) - სალაი.
კიოლნი (4-2-3-1): ჰორნი - სიორენსენი, მავრაი, ჰაინტცი, ჰექტორი - მ. ლემანი, ფოგტი (90. ოლკოვსკი) - რისსე, ბიტენკური (87. ჰარტელი), გერჰარდტი - მოდესტე (89. ოსაკო).
გაფრთხილება: შმიდებახი - სიორენსენი
კუთხური: 9-1; ჯარიმა: 17-11; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 17(2)-12(5); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 40 600
ჰოფენჰაიმი-ვოლფსბურგი 1:0
გოლი: 1:0 კრამარიჩი (3)
ჰოფენჰაიმი (4-1-2-3): ბაუმანი - კადერაბეკი, ბიჩაქჩიჩი, ზიულე, ტოლიანი - შერი (67. კანუსი) - ე. ვარგასი (55. ოხსი), ამირი - უთი, კრამარიჩი (77. ელიუნუსი), ფოლანდი.
ვოლფსბურგი (4-1-2-2-1): კასტეელსი - ტრეში (71. ბრუნო ენრიკე), კნოხე, დანტე, როდრიგესი - ლუის გუსტავო - გილავოგი, არნოლდი (75. მ. შეფერი) - დ. კალიჯური, შიურლე - კრუზე (60. ვიეირინია).
57-ე წუთზე ფოლანდმა (ჰოფენჰამი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გაფრთხილება: ბაუმანი - კასტეელსი
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 8-18; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 11(2)-15(9); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 25 231
ინგოლშტადტი-შტუტგარტი 3:3
გოლები: 1:0 ჰარტმანი (4), 1:1 კოსტიჩი (9), 2:1 ლეკიე (56), 3:1 ლესკანო (61), 3:2 რუპი (79), 3:3 დიდავი (84-პენ)
ინგოლშტადტი (4-1-2-3): იოზჩანი - და კოშტა, მ. მატიპი, ბ. ჰიუბნერი, ბაუერი - როჯერი - კოენი (85. ენგელი), კრისტიანსენი - ჰარტმანი, ლესკანო (92. ლექსი), ლეკიე.
შტუტგარტი (4-1-4-1): ტიტონი - გროსკროიტცი, შვააბი, ნიდერმაიერი (54. სუნჯიჩი), ინსუა - სერე დიე (65. კრავეცი) - რუპი, გენტნერი, დიდავი, კოსტიჩი - ვერნერი (74. ტაშჩი).
გაფრთხილება: და კოშტა, ბ. ჰიუბნერი - ნიდერმაიერი, დიდავი, გენტნერი
კუთხური: 3-7; ჯარიმა: 13-20; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 22(8)-16(6); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 15 107
დარმშტადტი-აუგსბურგი 2:2
გოლები: 1:0 ვრანჩიჩი (12), 2:0 ვაგნერი (40), 2:1 ფოილნერი (63), 2:2 ფინბოგასონი (90-პენ)
დარმშტადტი (4-2-3-1): მათენია - იუნგვირთი, სულუ, რაიკოვიჩი, კალდიროლა - ნიმაიერი (71. სირიგუ), გონდორფი - კემპე (88. ჰოლანდი), ვრანჩიჩი (81. გორკა), ჰელერი - ვაგნერი.
აუგსბურგი (4-2-3-1): ჰიტცი - ფოილნერი, ჰონგი, კლავანი (87. ჰალილ ალთინთოფი), სტაფილიდისი (54. მაქსი) - კორი (54. აჯეტი), ბაიერი - ესვაინი, კოო, კაიუბი - ფინბოგასონი.
გაფრთხილება: ჰელერი, ჰოლანდი - მაქსი
კუთხური: 3-8; ჯარიმა: 14-17; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 11(6)-16(5); ბურთის ფლობა: 34%-66%.
მაყურებელი: 16 000
ბაიერნი-ვერდერი 5:0
გოლები: 1:0 ტიაგო ალკანტარა (9), 2:0 თ. მიულერი (31), 3:0 თ. მიულერი (66), 4:0 ლევანდოვსკი (86), 5:0 ტიაგო ალკანტარა (90)
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - ლამი, კიმიხი (68. რაფინია), ბენატია, ალაბა - ჩაბი ალონსო - კომანი, გიოტცე (54. როდე), ტიაგო ალკანტარა, რიბერი - თ. მიულერი (74. ლევანდოვსკი).
ვერდერი (4-1-4-1): ვიდვალდი - გებრე სელასიე, გალვესი, ჯილობოჯი, ს. გარსია (77. უ. გარსია) - ვესტერგაარდი - ს. იატაბარე, გრილიჩი, ველიკოვიჩი (46. ლორენცენი), იოზთუნალი (46. კლაინჰაისლერი) - უჯა.
გაფრთხილება: რიბერი - გებრე სელასიე, ჯილობოჯი, უ. გარსია
კუთხური: 11-4; ჯარიმა: 8-8; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 20(13)-2(1); ბურთის ფლობა: 83%-17%.
მაყურებელი: 75 000
13 მარტი
ლევერკუზენი-ჰამბურგი 1:0
გოლი: 1:0 ეკდალი (18 ს. კ.)
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - იედვაი, თაა, თოფრაქი, ვენდელი - კ. პაპადოპულოსი, ფრეი (77. რამალიო) - ბელარაბი (60. კრუსი), ჩალჰანოღლუ, ბრანდტი - ჩიჩარიტო (69. კისლინგი).
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - გ. საკაი (46. დიკმაიერი), ჯურუ, კლებერი, ოსტჟოლეკი - ეკდალი, ჰოლტბი (78. ლასოგა) - ნ. მიულერი, ჰანტი, ილიჩევიჩი (61. დრმიჩი) - რუდნევსი.
გაძევება:Lიედვაი (96. ლევერკუზენი)
გაფრთხილება: ფრეი, თოფრაქი, ვენდელი, კრუსი - ილიჩევიჩი, ნ. მიულერი
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 18-17; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 14(4)-10(5); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 30 210
დორტმუნდი-მაინცი 2:0
გოლები: 1:0 როისი (30), 2:0 კაგავა (73)
დორტმუნდი (4-1-2-2-1): ბიურკი - დურმი (46. პიშჩეკი), სოკრატისი, ჰუმელსი, შმელცერი - შაჰინი (64. ვაიგლი) - კაგავა, კასტრო - მხითარიანი (84. რამოსი), როისი - ობამეიანგი.
მაინცი (4-2-3-1): კარიუსი - ბროზინსკი, ბალოგუნი, ბელი, ბუსმანი - ბაუმგარტლინგერი, ფ. ფრაი (62. ლატცა) - კლემენსი (62. ონისივო), მალი, ჟაირო (76. სერდარი) - კორდობა.
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 8-2; ჯარიმა: 8-14; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 22(10)-4(0); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 81 000
ბომბარდირები: 24 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 22 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 19 - თომას მიულერი (ბაიერნი); 14 - ჩიჩარიტო (ლევერკუზენი); 13 - რაფაელი (გლადბახი).
მომდევნო ტური
18 მარტი:
შალკე-გლადბახი
19 მარტი:
ვოლფსბურგი-დარმშტადტი, ჰამბურგი-ჰოფენჰაიმი, ვერდერი-მაინცი, კიოლნი-ბაიერნი, ჰერტა-ინგოლშტადტი, აინტრახტი-ჰანოვერი
20 მარტი.
შტუტგარტი-ლევერკუზენი, აუგსბურგი-დორტმუნდი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"