ბუნდესლიგა. XXXI ტური: "შალკეს" ჯოჯოხეთური 393 წამი [VIDEO]

AutoSharing Option
* 31 ტურის შემდეგ "ბაიერნს" 84 ქულა აქვს. ამაზე მეტი ქულა 31-ე ტურის შემდეგ ბუნდესლიგის ისტორიაში ისევ და ისევ "ბაიერნს" ჰქონდა - სამი წლის წინათ (84).
* "შალკე" "ლევერკუზენთან" 2:0-ს იგებდა და 6 წუთში სამი ბურთი გაუშვა.
* "ჰანოვერის" გადარჩენა უკვე თეორიულადაც შეუძლებელია - "წითლები" ოფიციალურად დაქვეითდნენ მეორე ბუნდესლიგაში.

"ბაიერნი" ბუნდესლიგაში უკვე დიდი ხანია, სანახევროდ იხარჯება, მაგრამ ქულებს მაინც არ კარგავს. ოთხშაბათს რეკორდმაისტერს ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალი ელის მადრიდის "ატლეტიკოსთან" და დორტმუნდში იმედი ჰქონდათ, რომ ამის გამო მიუნხენელები ბერლინში ვერ
მოიგებდნენ, მაგრამ ისევ შეცდნენ: "ბაიერნმა" "ჰერტა" 2:0 დაამარცხა.

თუმცა აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ისევე, როგორც წინა ტურში "შალკესთან", ბავარიელებმა პირველ ტაიმში ამჯერადაც ძალზე უგემურად ითამაშეს და მხოლოდ მეორე ტაიმში მოინდომეს, რაც სამი ქულის ასაღებად მაინც საკმარისი აღმოჩნდა.

31 ტურის შემდეგ "ბაიერნს" 84 ქულა აქვს, რაც გრანდიოზული შედეგია. ამაზე მეტი ქულა 31-ე ტურის შემდეგ ბუნდესლიგის ისტორიაში ისევ და ისევ "ბაიერნს" ჰქონდა - სამი წლის წინათ (84).

პირველ ტაიმში, როგორც ვთქვით, მიუნხენელები დიდად არ ინდომებდნენ და, შესაბამისად, "ჰერტაც" თამამად უტევდა. ბავარიელებს ორ ეპიზოდში გაუმართლათ კიდეც, მსაჯმა მათ კარში პენალტები რომ არ დანიშნა. ორივე შემთხვევაში ხელით თამაშს ჰქონდა ადგილი და დამნაშავე ორივეჯერ სერდარ ტასკი გახლდათ, რომელიც გვარდიოლამ პირველად გაამწესა ძირითად შემადგენლობაში.

რაკი თავისი თამაში "დორტმუნდმაც" მოიგო (3:0 შტუტგარტში), "ბაიერნმა" გერმანიის ჩემპიონობა ოფიციალურად ისევ ვერ გაინაღდა. არადა, გავიხსენოთ, რომ ბოლო ორი ჩემპიონობა ბავარიელებმა სწორედ ბერლინში იზეიმეს.

რეკორდმაისტერი "დორტმუნდს" ისევ 7 ქულით უსწრებს, ფინიშამდე კი 3 ტურია დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ტურში "ბაიერნის" ბედი უკვე მხოლოდ "ბაიერნის" ხელში იქნება. თუ პეპ გვარდიოლას შეგირდები საკუთარ მოედანზე "გლადბახთან" გაიმარჯვებენ, ჩემპიონობასაც უკვე ოფიციალურად იზეიმებენ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მხითარიანის გალა-კონცერტი შტუტგარტში
ერთი სიტყვით, დორტმუნდელებმა ბავარიელთა საჩემპიონო ზეიმი მინიმუმ ერთი კვირით გადადეს, რადგან შტუტგარტში 3:0 გაიმარჯვეს, რაც პირველ რიგში, "ბორუსიის" სომეხი გამთამაშებლის, ჰენრიხ მხითარიანის დამსახურებაა. საქმე ისაა, რომ "ბორუსიას" "ათიანმა" სამივე გოლში მთავარი როლი ითამაშა - ერთი თავად გაიტანა, ორი კი თანაგუნდელებს გაატანინა. ამიტომაც დაიმსახურა მხითარიანმა ჩვენი გერმანელი კოლეგებისგან საუკეთესო შეფასება - ერთიანი.

აი, შტუტგარტელებს კი ცუდად აქვთ საქმე - გადარჩენისთვის ბრძოლაში მტკივნეული მარცხი იწვნიეს და ესეც რომ არ იყოს, 73-ე წუთამდე "დორტმუნდის" კარისკენ ერთი ხეირიანი დარტყმაც კი არ ჰქონდათ განხორციელებული.

აქვე ვთქვათ, რომ გასულ უქმეებზე გავრცელებული ცნობების თანახმად, "ბორუსიის" და გერმანიის ნაკრების დაცვის ბურჯი მატს ჰუმელსი "ბაიერნთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს. ჰუმელსი შტუტგარტში სათადარიგოთა სკამზე იჯდა!
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რა დაემართა "შალკეს"?
ტურის ცენტრალური მატჩი მართლაც ყველაზე საინტერესო და დრამატული გამოვიდა. "შალკემ" "ლევერკუზენს" პირველი ტაიმი 2:0 მოუგო და მეორე ნახევარში, 6 წუთში სამი ბურთის გაშვება მოახერხა - საბოლოო ანგარიში 2:3! არადა, პირველი ტაიმის შემდეგ, როცა 2:0-ს იგებდნენ, გელზენკირხენელები თამამად ოცნებობდნენ ჩემპიონთა ლიგის საგზურზე, ახლა კი ისევ ევროპალიგის რეალობაში დაბრუნდნენ.

ლევერკუზენელებმა სამი გოლი ზუსტად 393 წამში გაიტანეს. სხვაობა ბრანდტმა 54-ე წუთზე შეამცირა, 56-ეზე ბელარაბიმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მე-60 წუთზე კი ჩიჩარიტომ გამარჯვების გოლი შეაგდო. აქვე ვთქვათ, რომ ბუნდესლიგაში ასპარეზობის ისტორიაში "შალკემ" ორბურთიანი უპირატესობა ასე სწრაფად პირველად გაანიავა.

გელზენკირხენელებს 51-ე, 55-ე და 66-ე წუთებზე ძალიან გაუმართლათ, უფრო დიდი ანგარიშით რომ არ დამარცხდნენ - იმ მომენტებში ბურთი სამჯერ მოხვდა "შალკეს" კარის ძელს (ბელარაბი და არაგუნისი ორჯერ). ამრიგად, ლევერკუზენმა ზედიზედ მეექვსე თამაში მოიგო და პრაქტიკულად, წყალი აღარ გაუვა იმას, რომ "ფარმაცევტები" მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებენ.

"ჰანოვერი" გავარდა!
"ჰანოვერმა" შაბათს "ინგოლშტადტთან" 2:2-ს კი მიაღწია, ამ ტურის შემდეგ სარელეგაციო მე-16 ადგილამდე 9 ქულა აშორებს და სამი ტურით ადრე, წესით, გადარჩენის მათემატიკური შანსი უნდა შერჩენოდა, მაგრამ რაკი გუშინ მე-17 ადგილზე მყოფმა "აინტრახტმა" სამი ქულის მოპოვება შეძლო (2:1 მაინცთან), "ჰანოვერის" გადარჩენა უკვე თეორიულადაც შეუძლებელია.

საქმე ისაა, რომ ბოლო ტურში "ვერდერი" და "აინტრახტი" ერთმანეთს ხვდებიან. ამრიგად, "ჰანოვერი" უკვე ოფიციალურად გავარდნილია! ქვემოსაქსონიელებისთვის ეს მეორე ბუნდესლიგაში რიგით მეხუთე დაქვეითებაა 1974, 1976, 1986 და 1989 წლების შემდეგ.

XXXI ტური
22 აპრილი
ჰამბურგი-ვერდერი 2:1
გოლები: 1:0 ლასოგა (5), 2:0 ლასოგა (32), 2:1 უჯა (65)
ჰამბურგი (4-2-3-1): დრობნი - გ. საკაი, ჯურუ, სპაჰიჩი, ოსტჟოლეკი - იუნგი, ჰოლტბი - ნ. მიულერი (46. კაჩარი), გრეგორიჩი (79. დიკმაიერი), ილიჩევიჩი (87. კლებერი) - ლასოგა.
ვერდერი (4-2-3-1): ვიდვალდი - გებრე სელასიე, ვესტერგაარდი, ჯილობოჯი, ს. გარსია (79. შტერნბერგი) - ფრიტცი, გრილიჩი (89. ფრიოდე) - იატაბარე (59. უჯა), იუნუზოვიჩი, ბარტელსი - პისარო.
შენიშვნა: პისარომ ვერ გაიტანა პენალტი (57)
გაფრთხილება: ლასოგა, გრეგორიჩი, დრობნი - იატაბარე, ჯილობოჯი, ფრიტცი, ბარტელსი
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 22-11; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 12(7)-21(10); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 57 000

23 აპრილი
ვოლფსბურგი-აუგსბურგი 0:2
გოლები: 0:1 ფინბოგასონი (1), 0:2 ჰალილ ალთინთოფი (57)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ტრეში, ნალდო, დანტე, რ. როდრიგესი (75. პუტარო) - გილავოგი, ლუის გუსტავო (61. მ. შეფერი) - დ. კალიჯური (85. სეგუინი), კრუზე, არნოლდი - დოსტი.
აუგსბურგი (4-2-3-1): ჰიტცი - ვერჰეგი (40. ჰონგი), გუველეუვი, კლავანი, მაქსი - კოო, ბაიერი (59. ფოილნერი) - ოპარე, ჰალილ ალთინთოფი (88. ჟი), კაიუბი - ფინბოგასონი.
გაფრთხილება: ბაიერი, კაიუბი
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 7-19; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 19(7)-8(4); ბურთის ფლობა: 73%-27%.
მაყურებელი: 27 261

შტუტგარტი-დორტმუნდი 0:3
გოლები: 0:1 კაგავა (21), 0:2 პულიშიჩი (45), 0:3 მხითარიანი (56)
შტუტგარტი (4-2-3-1): ტიტონი - კლაინი, შვააბი, ბარბა (80. ჰაისე), ინსუა (62. ნიდერმაიერი) - რუპი (62. მაქსიმი), გენტნერი - ჰარნიკი, დიდავი, კოსტიჩი - ვერნერი.
დორტმუნდი (4-1-4-1): ბიურკი - პიშჩეკი, სოკრატისი, გინტერი, დურმი - ვაიგლი (82. შაჰინი) - მხითარიანი, კაგავა, როისი (76. შმელცერი), პულიშიჩი (76. ლაიტნერი) - რამოსი.
გაფრთხილება: პულიშიჩი
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 19-10; თამაშგარე: 0-8; კარში დარტყმა: 8(1)-16(9); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 60 000

კიოლნი-დარმშტადტი 4:1
გოლები: 1:0 მოდესტე (4), 1:1 გონდორფი (12), 2:1 მოდესტე (35), 3:1 რისსე (52), 4:1 რისსე (75)
კიოლნი (4-4-1-1): ჰორნი - სიორენსენი (79. ოლკოვსკი), მარო, მავრაი, მლადენოვიჩი (46. ჰაინტცი) - რისსე, მ. ლემანი, ჰექტორი, გერჰარდტი (70. იოიჩი) - ოსაკო - მოდესტე.
დარმშტადტი (4-2-2-1-1): მათენია - იუნგვირთი, სულუ, კალდიროლა, ჟუნიორ დიასი (70. კემპე) - გონდორფი, ჰოლანდი - ჰელერი, რაუში - ვრანჩიჩი (79. გარიჩი) - ვაგნერი (86. პლატე).
გაფრთხილება: გერჰარდტი, მ. ლემანი - გონდორფი, გარიჩი
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 15-17; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 15(9)-15(2); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 50 000

ჰერტა-ბაიერნი 0:2
გოლები: 0:1 ვიდალი (48), 0:2 დუგლას კოშტა (79)
ჰერტა (4-1-4-1): კრაფტი - პეკარიკი, ს. ლანგკამპი, ლუსტენბერგერი, პლატენჰარდტი - შტარკი - მიტელშტედტი, ვაიზერი, ჩიგერჩი (84. კოლსი), შტოკერი (64. კალუ) - იბიშევიჩი (46. შიბერი).
ბაიერნი (4-2-1-3): ნოიერი - რაფინია (59. ალაბა), ბენატია, ტასკი, კიმიხი - ვიდალი, ტიაგო ალკანტარა - გიოტცე - თ. მიულერი (59. რიბერი), ლევანდოვსკი (84. ხავი მარტინესი), დუგლას კოშტა.
გაფრთხილება: რაფინია, თ. მიულერი, ვიდალი, ტიაგო ალკანტარა
კუთხური: 1-3; ჯარიმა: 9-17; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 9(0)-6(6); ბურთის ფლობა: 26%-74%.
მაყურებელი: 76 233

ინგოლშტადტი-ჰანოვერი 2:2
გოლები: 1;0 მორალესი (10), 2:0 ჰარტმანი (25), 2:1 ჰ. საკაი (58), 2:2 კიოტაკე (82)
ინგოლშტადტი (4-1-2-3): ნილანდი - და კოშტა, ბრეგერიე, ბ. ჰიუბნერი, სუტნერი - როჯერი - პ. გროსი, მორალესი - ჰარტმანი (59. ჰინტერზეერი), ლესკანო (72. კოენი), ლეკიე (83. ბაუერი).
ჰანოვერი (4-2-3-1): ცილერი - ჰ. საკაი, მილოშევიჩი (46. ფოსუმი), ს. სანე, ალბორნოსი - ანტონი, შმიდებახი - სარენრენი (66. სულეიმანი), კიოტაკე, კლაუსი (80. პრიბი) - სალაი.
გაძევება: ბრეგერიე (20. ინგოლშტადტი)
გაფრთხილება: ბ. ჰიუბნერი, ჰარტმანი - ანტონი, სალაი
კუთხური: 2-7; ჯარიმა: 10-13; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 8(3)-14(4); ბურთის ფლობა: 33%-67%.
მაყურებელი: 14 831

შალკე-ლევერკუზენი 2:3
გოლები: 1:0 ჩუპო-მოტინგი (14), 2:0 ლ. სანე (29), 2:1 ბრანდტი (54), 2:2 ბელარაბი (56), 2:3 ჩიჩარიტო (60)
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - ჟუნიორ კაისარა, ჯ. მატიპი, ნოიშტედტერი (87. ჰიოვედესი), კოლაშინაცი - ჰოიბერგი (68. ბელჰანდა), გაისი (78. გორეტცკა) - ლ. სანე, მ. მაიერი, ჩუპო-მოტინგი - ჰუნტელაარი.
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - იედვაი (32. ჰენრიხსი), თაა, თოფრაქი (65. რამალიო), ვენდელი - ლ. ბენდერი (46. კისლინგი), არაგუნისი - ბელარაბი, კამპლი, ბრანდტი - ჩიჩარიტო.
მე-5 წუთზე ჰუნტელაარმა (შალკე) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გაფრთხილება: ჟუნიორ კაისარა, ლ. სანე, ჰოიბერგი - თოფრაქი, ლ. ბენდერი, ჩიჩარიტო
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 19-16; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 20(8)-16(6); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 62 271

24 აპრილი
გლადბახი-ჰოფენჰაიმი 3:1
გოლები: 1:0 ტოლიანი (7-ს. კ.), 2:0 დაჰუდი (45), 2:1 კრამარიჩი (54), 3:1 ჰანი (61)
გლადბახი (3-4-3): ზომერი - ელვედი, ა. კრისტენსენი, ნორდტვეიტი - ტრაორე (81. ფ. ჯონსონი), დაჰუდი, ჯაკა, ვენდტი - ჰანი, აზარი (84. ჰერმანი), რაფაელი (88. ჰოფმანი).
ჰოფენჰაიმი (3-5-2): ბაუმანი - შერი, ზიულე, შტრობლი - ტოლიანი, პოლანსკი (62. შვეგლერი), უთი, რუდი (67. ე. ვარგასი), ამირი (76. ოხსი) - კრამარიჩი, ფოლანდი.
გაფრთხილება: ნორდტვეიტი - რუდი, პოლანსკი
კუთხური: 12-3; ჯარიმა: 14-11; თამაშგარე: 7-1; კარში დარტყმა: 24(11)-14(8); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 53 144

აინტრახტი-მაინცი 2:1
გოლები: 0:1 ბროზინსკი (18), 1:1 რუსი (28), 2:1 ბელი (84 ს. კ.)
აინტრახტი (4-2-3-1): ჰრადეცკი - რეგეზელი, აბრაამი (87. სამბრანო), რუსი, ოჩიპკა - ჰასებე, ჰუსტი - აიგნერი (24. კიტელი), გაჩინოვიჩი (76. კასტაინოსი), ბენ-ჰატირა - სეფეროვიჩი.
მაინცი (4-2-3-1): კარიუსი - ბროზინსკი, ბელი, ბალოგუნი, დონატი - ბაუმგარტლინგერი, სერდარი (73. ფ. ფრაი) - დე ბლასისი, მალი (63. კლემენსი), ჟაირო - კორდობა (77. ონისივო).
გაფრთხილება: რუსი, ბენ-ჰატირა, ჰუსტი, სამბრანო - ბროზინსკი, ბაუმგარტლინგერი, დონატი, კორდობა
კუთხური: ; ჯარიმა: ; თამაშგარე: ; კარში დარტყმა: ()-(); ბურთის ფლობა: %-%.
მაყურებელი: 50 300

ბომბარდირები: 27 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 23 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 19 - თომას მიულერი (ბაიერნი); 17 - ჩიჩარიტო (ლევერკუზენი).

მომდევნო ტური
29 აპრილი:
აუგსბურგი-კიოლნი

30 აპრილი:
ბაიერნი-გლადბახი, დორტმუნდი-ვოლფსბურგი, ჰანოვერი-შალკე, ჰოფენჰაიმი-ინგოლშტადტი, მაინცი-ჰამბურგი, დარმშტადტი-აინტრახტი, ლევერკუზენი-ჰერტა

2 მაისი:
ვერდერი-შტუტგარტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
84 თუ 84-ზე მეტი იყო, არ ვიცოდი :-)
giorgipirweli
12:34 25-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული