* ხავიერ ერნანდესმა "ლევერკუზენის" მაისურით ბუნდესლიგაში თავისი მე-17 გოლი 27-ე შეხვედრაში გაიტანა. ამ ნიშნულისთვის ჩიჩარიტოზე სწრაფად კლუბის ისტორიაში არავის მიუღწევია.
* ქარიმ ბელარაბი ისევ ფორმაშია. მან ბოლო 5 მატჩში 8 გოლში მიიღო მონაწილეობა - 2 გაიტანა, 6 გაატანინა.
* "ლევერკუზენთან" შეხვედრამდე "შალკეს" 67 მატჩის განმავლობაში არ წაეგო
* ახალგაზრდა ტალანტი ლეროი სანე "შალკეს" რიგებში ამ სეზონში ყველაზე შედეგიანი - 7 გოლი, 5 პასი.
* ბერნდ ლენოს ბუნდესლიგის ამჟამინდელ მეკარეებს შორის ყველაზე მეტი პენალტი აქვს მოგერიებული - 9 (31-დან).
* "ბაიერნის" რიგებში ჩატარებულ 38 მატჩში დუგლას კოშტამ 19 გოლში მიიღო მონაწილეობა - 7 თავად გაიტანა, 12-ჯერ კი თანაგუნდელებს ასისტენტობა გაუწია.
* "დორტმუნდის" ნორჩმა ტალანტმა კრისტიან პულიშიჩმა, წინა ტურისა არ იყოს, ისევ გაიტანა. იგი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია ბუნდესლიგის ისტორიაში, ვინც ორბურთიან ნიშნულს უწია - 17 წლის, 7 თვისა და 5 დღის.
* შინჯი კაგავამ ამ სეზონში 42 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 22 გოლი შექმნა - 12 გაიტანა, 10-ჯერ კი მეპასე იყო.
* ფენომენალური მაჩვენებელი აქვს ჰენრიკ მხითარიანს, რომელიც დღეს ბუნდესლიგის ფეხბურთელებს შორის ყველაზე პროდუქტიულია. მან ამ სეზონში 49 მატჩი ჩაატარა და 46 ბურთი "გამოაცხო" - 22 გოლი, 24 პასი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"