ბუნდესლიგა. ბოლო ტური. პეპი: "ბაიერნში" არ დავბრუნდები [VIDEO]

AutoSharing Option
14 მაისს დასრულდა გერმანიის ბუნდესლიგის გათამაშება.

მიუნხენის "ბაიერნმა" 3:1 მოუგო "ჰანოვერს", ანგარიში რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა, რომელიც გახდა პირველი უცხოელი ვინც ბუნდესლიგის სეზონში 30 გოლი გაიტანა. ხოლო მარიო გიოტცემ დუბლი შეასრულა.

ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი):" არა მგონია, ოდესმე დავბრუნდე "ბაიერნში", კლუბს ახალი თავკაცი ესაჭიროება, რომ ახალ დონეზე გაიყვანოს. ჩემი აზრით, ტიტულის შენარჩუნება დიდი მიღწევაა. აქ სულ სხვა გამოცდილება მივიღე, ძალიან განსხვავებული ბარსელონური კარიერისგან. ახლა გაცილებით უკეთესი მწვრთნელი ვარ".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ბოლო ტურში ბრემენის "ვერდერმა" 1:0 დაამარცხა "აინტრახტი" და გავარდნას გადაურჩა, ხოლო "აინტრახტი"
გადათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად. "ჰანოვერთან" ერთად კი "შტუტგარტი" გავარდა (41 წლის მერე პირველად).

ბაიერნი-ჰანოვერი 3:1
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (12), 2:0 გიოტცე (28), 3:0 გიოტცე (54), 3:1 ზობიეხი (66)

დორტმუნდი-კიოლნი 2:2
გოლები: 1:0 გ. კასტრო (11), 1:1 მოდესტე (27), 1:2 იოიჩი (43), 2:2 როისი (75)

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლევერკუზენი-ინგოლშტადტი 3:2
გოლები: 0:1 ლეცკი (16), 1:1 არანგისი (31), 2:1 კამპლი (37), 3:1 კისლინგი (61), 3:2 ჰარტმანი (69-პენ)

ვოლფსბურგი-შტუტგარტი 3:1
გოლები: 1:0 არნოლდი (11), 2:0 შიურლე (29), 2:1 დიდავი (78), 3:1 შიურლე (90)

აუგსბურგი-ჰამბურგი 1:3
გოლები: 1:0 ფინბოგასონი (11), 1:1 გრეგორიტჩი (36), 1:2 ნ. მიულერი (62), 1:3 გრეგორიტჩი (74)

ვერდერი-აინტრახტი 1:0
გოლი: 1:0 ჯილობოჯი (88)

ჰოფენჰაიმი-შალკე 1:4
გოლები: 0:1 ჰუნტელაარი (7), 0:2 ჩუპო-მოტინგი (14), 1:2 უთი (41), 1:3 სანე (56), 1:4 შარი (89 ს. კ.)

მაინცი-ჰერტა 0:0
გაძევება: სტარკი (87. ჰერტა)

დარმშტადტი-გლადბახი 0:2
გოლები: 0:1 ტ. აზარი (31), 0:2 ჰანი (63)

1. ბაიერნი - 88 ქულა; 2. დორტმუნდი - 78; 3. ლევერკუზენი - 60; 4. გლადბახი - 55; 5. შალკე - 52.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული