ბუნდესლიგა. ბოლო ტური: "ბაიერნმა" გვარდიოლა ლუდის შხაპით გააცილა! [VIDEO]

AutoSharing Option
* "შტუტგარტი" 41 წლის შემდეგ პირველად გავარდა ბუნდესლიგიდან.
* იურგენ კრამნი "შტუტგარტის" მწვრთნელი აღარ არის.
* ფრანკფურტის "აინტრახტი" ბუნდესლიგაში დარჩენისთვის სარელეგაციო მატჩში "ნიურნბერგს" შეხვდება.
* რობერტ ლევანდოვსკი პირველი უცხოელია, რომელმაც ბუნდესლიგაში 30 გოლი გაიტანა.

მოსახდენი, რა თქმა უნდა, მოხდა: გერმანიის ჩემპიონატმა ძირძველი ბუნდესლიგელი დაკარგა! საქმე ისაა, რომ "შტუტგარტი" 41 წელიწადი ასპარეზობდა ბუნდესლიგაში, მომავალი სეზონიდან კი მეორე ბუნდესლიგაში ითამაშებს.

ბოლო ტურის წინ შვაბებს გადარჩენის მინიმალური და მხოლოდ თეორიული შანსი ჰქონდათ, რომელიც, რა თქმა უნდა, ვერ გამოიყენეს - ვოლფსბურგში 1:3 დამარცხდნენ, სეზონი
მე-17 ადგილზე დაასრულეს და გავარდნენ!

"დღეს ყველამ კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ ამ გუნდს არაფერი შეუძლია. ფეხბურთელების უმრავლესობას მთელი მატჩის განმავლობაში ეტყობოდათ, რომ მხოლოდ ფეხბურთის კარგად თამაში კი არა, ბრძოლაც არ შეუძლიათ. ამრიგად, რაც უნდა სამწუხარო იყოს, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს "შტუტგარტი" ელიტაში დარჩენას არ იმსახურებდა და მეორე ლიგაში დაქვეითება დაიმსახურა.

როგორც "შტუტგარტის" თავგადაკლული ქომაგი, ძალიან იმედგაცრუებული და ნაწყენი ვარ, მაგრამ ეს რეალობაა. ისეთი განცდა მაქვს, რომ ფეხბურთელები ვერც კი ხვდებიან, რა მოხდა დღეს. გუნდი კი არა, საზიზღრობაა!" - ეს "შტუტგარტის" ცოცხალი ლეგენდის, გვიდო ბუხვალდის სიტყვებია.

0:2-ის შემდეგ შტუტგარტიდან ვოლფსბურგში ჩასულმა გულშემატკივრებმა (6 000 ფანი) საყვარელი გუნდის ქომაგობა შეწყვიტეს და კლუბის ხელმძღვანელების გადაყენებას ითხოვდნენ.

გუშინ კი გაირკვა, რომ იურგენ კრამნი შვაბთა მთავარი მწვრთნელი აღარ არის. აგდებენ სპორტულ დირექტორ რობინ დუტსაც. გერმანელებს ერთადერთი შტუტგარტელი შეეცოდათ - კაპიტანი კრისტიან გენტნერი. ეს ფეხბურთელი 2007 წელს "შტუტგარტთან" ერთად გერმანიის ჩემპიონი გახდა, ახლა კი მეორე ბუნდესლიგაში უნდა ითამაშოს...

"ვერდერმა" "აინტრახტი" რელეგაციაზე გაუშვა!
ტურის ყველაზე დაძაბული და საინტერესო მატჩი ბრემენში გაიმართა, სადაც "ვერდერი" "აინტრახტს" მასპინძლობდა და სწორედ ამ შეხვედრას უნდა გადაეწყვიტა, ვინ ითამაშებდა სარელეგაციო პლეი ოფში მეორე ბუნდესლიგის მესამეადგილოსან "ნიურნბერგთან".

ბრემენულმა კლუბმა მატჩის მიწურულს გატანილი ერთადერთი გოლით მოახერხა ფრანკფურტელთა დამარცხება, რაც იმას ნიშნავს, რომ "მუსიკოსები" გადარჩნენ, "ნიურნბერგთან" ორმატჩიანი დუელი კი "აინტრახტს" მოუწევს (პირველი მატჩი 19 მაისს გაიმართება, საპასუხო - 23 მაისს). "ვერდერს" მხსნელად 27 წლის სენეგალელი მცველი, პაპი ჯილობოჯი მოევლინა, რომელმაც გამარჯვების გოლი 88-ე წუთზე გაიტანა!

პეპის ბოლო შოუ
ლუდის შხაპი ფეხბურთელებისგან, ქალიშვილის ცრემლები, რუმენიგეს გულისამაჩუყებელი სიტყვები - გუშინ მიუნხენიდან ხოსეპ გვარდიოლა გააცილეს. მანამდე რეკორდმაისტერის კაპიტანმა ფილიპ ლამმა ვერცხლის სინი აღმართა, "ბაიერნის" მორიგი ჩემპიონობა საბოლოოდ გაფორმდა, მერე კი ზეიმი დაიწყო.

გვარდიოლას უკანასკნელი ზეიმი მიუნხენში - მოგეხსენებათ, პეპი მომავალი სეზონიდან "მანჩესტერ სიტის" უხელმძღვანელებს.

გვარდიოლას ლუდი პირველმა ჩაბი ალონსომ გადაასხა, მერე კი პეპის გაწუწვა ალაბამ, ნოიერმა, კომანმა და კოშტამაც მოახერხეს.

"ლუდი ძალიან ცივი იყო და საშინელი სუნი ამივიდა. ბარსელონაში ასეთები არ ხდება ხოლმე", - თქვა თავიდან ბოლომდე ლუდიანმა გვარდიოლამ. მატჩის წინ მას "ბაიერნის" ბოსმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ სპეციალური სამახსოვრო პრიზი გადასცა - "ბაიერნის" მასკოტ ბერნის სკულპტურა, რომელიც თურმე ბრაზილიაში დაამზადებინეს და რომლის ფასიც 3000 ევრო ყოფილა.

"პეპმა ძალიან ბევრი რამ მისცა "ბაიერნს" და ბუნდესლიგას. დიდი მადლობა მას ყველაფრისთვის! ვფიქრობ, გვარდიოლას მთელმა საფეხბურთო გერმანიამ მადლობა უნდა გადაუხადოს!" - ეს სწორედ რუმენიგეს სიტყვებია.

"აქ სამი შესანიშნავი წელი გავატარე, სამჯერ მოვიგე გერმანიის ჩემპიონატი, ერთხელ თასი და იმედი მაქვს, რომ მომავალ შაბათსაც მოვიგებ თასს (ფინალი "დორტმუნდთან"). გერმანიაში დიდი გამოცდილება მივიღე და ახლა გაცილებით უკეთესი მწვრთნელი ვარ, ვიდრე სამი წლის წინ ვიყავი. სამწუხაროა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ შევძელით - მხოლოდ ამის გამო მწყდება გული.

ახლა "ბაიერნს" ახალი მწვრთნელი სჭირდება, რომელიც გუნდს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. კარლო ანჩელოტის მთელი სულით და გულით ვუსურვებ წარმატებას!" - განაცხადა გვარდიოლამ მატჩის შემდეგ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აქვე ვთქვათ, რომ ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ეს მატჩი "ბაიერნში" უკანასკნელი იყო მარიო გიოტცესთვისაც. რეკორდმაისტერს, დიდი ალბათობით, "გიოტცინიოც" დატოვებს. ბუნდესლიგა 2015/16 ამით დასრულებულია. აუფ ვიდერზეენ!

14 მაისი
ბაიერნი-ჰანოვერი 3:1
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (12), 2:0 გიოტცე (28), 3:0 გიოტცე (54), 3:1 ა. ზობიეხი (66)
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი (51. ულრაიხი) - ლამი, ბენატია, ბოატენგი (78. როდე), ალაბა - ვიდალი - კომანი (61. რაფინია), გიოტცე, ტიაგო ალკანტარა, რიბერი - ლევანდოვსკი.
ჰანოვერი (4-2-3-1): ცილერი - არკენბერგი, ანტონი, ს. სანე, ალბორნოსი - შმიდებახი, ფოსუმი - კლაუსი (71. დირსენი), სულეიმანი (61. გიულზელამი), პრიბი - ა. ზობიეხი.
გაფრთხილება: კლაუსი
კუთხური: 11-5; ჯარიმა: 10-13; თამაშგარე: 8-1; კარში დარტყმა: 20(11)-20(5); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 75 000

დორტმუნდი-კიოლნი 2:2
გოლები: 1:0 კასტრო (11), 1:1 მოდესტე (27), 1:2 იოიჩი (44), 2:2 როისი (75)
დორტმუნდი (3-2-4-1): ბიურკი - ს. ბენდერი (46. გინტერი), სოკრატისი, ჰუმელსი - ვაიგლი (84. დურმი), კასტრო - ობამეიანგი, კაგავა (58. ლაიტნერი), როისი, შმელცერი - რამოსი.
კიოლნი (5-4-1): კესლერი - ოლკოვსკი (86. ოსაკო), მარო. მავრაი, ჰაინტცი, მლადენოვიჩი - რისსე, მ. ლემანი, იოიჩი (67. გერჰარდტი), ბიტენკური (81. ცოლერი) - მოდესტე.
გაფრთხილება: სოკრატისი
კუთხური: 2-1; ჯარიმა: 7-6; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 13(5)-6(5); ბურთის ფლობა: 83%-17%.
მაყურებელი: 81 359
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლევერკუზენი-ინგოლშტადტი 3:2
გოლები: 0:1 ლეკიე (16), 1:1 არაგუნისი (31), 2:1 კამპლი (37), 3:1 კისლინგი (61), 3:2 ჰარტმანი (69-პენ)
ლევერკუზენი (4-2-3-1): კრესიჩი (47. იელდელი) - ჰილბერტი (21. ფრეი), რამალიო, თოფრაქი, ჰენრიხსი - არაგუნისი, კამპლი - ბელარაბი, ჩალჰანოღლუ, ბრანდტი - კისლინგი (65. მეჰმედი).
ინგოლშტადტი (4-1-2-3): ნილანდი - და კოშტა, მ. მატიპი, ბ. ჰიუბნერი, სუტნერი - ბაუერი (62. კრისტიანსენი) - პ. გროსი, კოენი (89. ლექსი) - ჰარტმანი, ლესკანო, ლეკიე (62. ჰინტერზეერი).
გაფრთხილება: ჰენრიხსი - მ. მატიპი, კრისტიანსენი
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 17-12; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 10(6)-21(5); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 29 220

ვოლფსბურგი-შტუტგარტი 3:1
გოლები: 1:0 არნოლდი (11), 2:0 შიურლე (29), 2:1 დიდავი (78), 3:1 შიურლე (92)
ვოლფსბურგი (4-1-4-1): კასტეელსი - ვიეირინია, ნალდო, დანტე, მ. შეფერი - გილავოგი - დ. კალიჯური (70. ტრეში), სეგუინი (73. დრაქსლერი), არნოლდი, შიურლე - კრუზე (64. დოსტი).
შტუტგარტი (4-2-3-1): ლანგერაკი - მ. ციმერმანი (76. მაქსიმი), შვააბი, ბაუმგარტლი, ინსუა - რუპი, გენტნერი - ვერნერი (32. ჰარნიკი), დიდავი, კოსტიჩი - კრავეცი (46. ტაშჩი).
გაფრთხილება: კრუზე, დანტე - კოსტიჩი, შვააბი
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 17-12; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 10(6)-21(5); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 30 000

აუგსბურგი-ჰამბურგი 1:3
გოლები: 1:0 ფინბოგასონი (11), 1:1 გრეგორიჩი (36), 1:2 ნ. მიულერი (62), 1:3 გრეგორიჩი (74)
აუგსბურგი (4-2-3-1):Lჰიტცი (87. მანინგერი) - ოპარე, ჰონგი, იანკერი, მაქსი - ბაიერი, კორი (76. ჟი) - მორავეკი (63. ბობადილია), ჰალილ ალთინთოფი, კაიუბი - ფინბოგასონი.
ჰამბურგი (4-2-3-1): მიკელი - გ. საკაი, ჯურუ, კლებერი (86. დიკმაიერი), ოსტჟოლეკი - კაჩარი, ჰოლტბი - ნ. მიულერი, გრეგორიჩი, ბაჰუი (79. შიპლოკი) - ლასოგა (64. ალტინტასი).
გაფრთხილება: იანკერი, კორი, ფინბოგასონი - გრეგორიჩი, ჰოლტბი, ალტინტასი
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 12-24; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 12(7)-13(6); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 30 660

ვერდერი-აინტრახტი 1:0
გოლი: 1:0 ჯილობოჯი (88)
ვერდერი (4-1-4-1): ვიდვალდი - გებრე სელასიე, ვესტერგაარდი, ჯილობოჯი, ს. გარსია - გრილიჩი - იოზთუნალი (77. ილდირიმი), ფრიტცი, იუნუზოვიჩი, ეგეშტაინი (60. უჯა) - პისარო (91. გალვესი).
აინტრახტი (4-2-3-1): ჰრადეცკი - რეგეზელი, აბრაამი, რუსი, ოჩიპკა - ჰასებე, იგნიოვსკი - აიგნერი (86. კასტაინოსი), ბენ-ჰატირა (68. სამბრანო), ჯაპკა (60. ჩანდლერი) - სეფეროვიჩი.
გაფრთხილება: გრილიჩი, გებრე სელასიე, უჯა, იუნუზოვიჩი - ოჩიპკა, რუსი
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 17-12; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 14(3)-4(2); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 42 100

ჰოფენჰაიმი-შალკე 1:4
გოლები: 0:1 ჰუნტელაარი (7), 0:2 ჩუპო-მოტინგი (14), 1:2 უთი (41), 1:3 ლ. სანე (56), 1:4 შერი (89-საკ. კარში)
ჰოფენჰაიმი (3-4-3): გრალი - შერი, ბიჩაქჩიჩი, შტრობლი (68. პოლანსკი) - რუდი, კადერაბეკი, ელიუნუსი, შვეგლერი (60. კურანი) - უთი, კრამარიჩი, ფოლანდი (74. ამირი).
შალკე (4-2-3-1): ფერმანი (90. ნიუბელი) - ჰიოვედესი, ჯ. მატიპი, ნოიშტედტერი, კოლაშინაცი - გაისი, ბელჰანდა - ლ. სანე (72. შიოპფი), მ. მაიერი (85. ჰიოგერი), ჩუპო-მოტინგი - ჰუნტელაარი.
გაფრთხილება: რუდი - ჰიოვედესი
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 15-11; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 14(4)-12(8); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 30 150

მაინცი-ჰერტა 0:0
მაინცი (4-2-3-1): კარიუსი - დონატი, ბელი, ბუნგერტი, ბუსმანი - ბაუმგარტლინგერი, ფ. ფრაი - კლემენსი (88. ჟაირო), მალი (85. სერდარი), ონისივო - კორდობა (96. სოტო).
ჰერტა (4-2-3-1): იარშტაინი - პეკარიკი (76. ჰარაგუჩი), ს. ლანგკამპი, ბრუკსი, პლატენჰარდტი - ლუსტენბერგერი, შტარკი - ვაიზერი, დარიდა, შტოკერი (83. შიბერი) - კალუ.
გაძევება: შტარკი (87. ჰერტა)
გაფრთხილება: ბაუმგარტლინგერი, ონისოვი, დონატი - ლუსტენბერგერი, შიბერი, ვაიზერი
კუთხური: 2-2; ჯარიმა: 12-20; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 7(3)-11(5); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 33 800

დარმშტადტი-გლადბახი 0:2
გოლები: 0:1 აზარი (31), 0:2 ჰანი (63)
დარმშტადტი (4-2-3-1): ცალუსკა - გარიჩი, სულუ, კალდიროლა, ჰოლანდი - ნიმაიერი, გონდორფი - ჰელერი (88. ივანა), ვრანჩიჩი (46. კემპე), რაუში (76. ზაილერი) - პლატე.
გლადბახი (3-4-1-2): ზიპელი - ელვედი, ა. კრისტენსენი, ნორდტვეიტი - ტრაორე (62. კორბი), მ. შულცი, ჯაკა (83. იანჩკე), ჰერმანი - ჰოფმანი - ჰანი, აზარი (76. ბრუვერსი).
გაფრთხილება: პლატე, გარიჩი, ჰოლანდი
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 12-13; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 9(0)-21(3); ბურთის ფლობა: 30%-70%.
მაყურებელი: 17 000

ბომბარდირი: 30 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი).
სხვები
: 25 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (25), 20 - თომას მიულერი (ბაიერნი); 17 - ჩიჩარიტო (ლევერკუზენი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული