ბუნდესლიგა. II ტური: ფინური ჰეთ თრიკი 15 წუთში [VIDEO]

AutoSharing Option
10 სექტემბერს გერმანიის ბუნდესლიგის მე-2 ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

დორტმუნდის "ბორუსიამ" სტუმრად მოულოდნელად დათმო მატჩი "ლაიპციგთან". მატჩის მიწურულს მასპინძლებს ნაბი კეიტამ მოაგებინა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ლევერკუზენმა" შინ 3:1 დაამარცხა "ჰამბურგი". აღსანიშნავია ფინელი ლეგიონერის, იოელ პოჰიანპალოს ჰეთ თრიკი თამაშის ბოლო 15 წუთში.

მიუნხენის "ბაიერნთან" ერთად უდანაკარგო ჯერჯერობით, მხოლოდ ბერლინის "ჰერტაა", რომელმაც ვედად იბიშევიჩისა და იულიან შიბერის გოლების წყალობით სტუმრად "ინგოლშტადტი" დაამარცხა.

"ვოლფსბურგმა" მოულოდნელად შინ ვერ მოუგო "კიოლნს" - 0:0.

შაბათი. 10 სექტემბერი
ლევერკუზენი-ჰამბურგი 3:1
გოლები: 0:1 ვუდი (58), 1:1 პოჰიანპალო (79), 2:1 პოჰიანპალო
(91), 3:1 პოჰიანპალო (94)

ვოლფსბურგი-კიოლნი 0:0

ინგოლშტადტი-ჰერტა 0:2
გოლები: 0:1 იბიშევიჩი (8), 0:2 შიბერი (86)

დარმშტადტი-აინტრახტი 1:0
გოლი: 1:0 სირიგუ (90)

ფრაიბურგი-გლადბახი 3:1
გოლები: 0:1 ტ. აზარი (35), 1:1 ფილიპი (54), 2:1 ფილიპი (85), 3:1 პეტერსენი (88-პენ)

ლაიპციგი-დორტმუნდი 1:0
გოლი: 1:0 ნ. კეიტა (89)

პარასკევი. 9 სექტემბერი
შალკე-ბაიერნი 0:2

კვირა. 11 სექტემბერი
ვერდერი-აუგსბურგი 17:30
მაინცი-ჰოფენჰაიმი 19:30

1. ბაიერნი - 6 ქულა; 2. ჰერტა - 6; 3. ვოლფსბურგი - 4; 4. კიოლნი - 4; 5. ლაიპციგი - 4.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული