"რეკორდმაისტერის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ ადრე თქვა - რობენთან მოლაპარაკებების დაწყებას შემოდგომისთვის ვგეგმავთო, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში კი მან დაკონკრეტება აღარ ისურვა:
"ნუ ინერვიულებთ. ყველა შემთხვევაში, მომავალ სეზონშიც ძალიან ძლიერი გუნდი გვეყოლება", - უთხრა "კალემ" გერმანელ ჟურნალისტებს, რაც იმასაც გულისხმობს, რომ რობენთან განშორებაც სრულიად დასაშვებია.
პრინციპში, ეს არც არის გასაკვირი -
თავის მხრივ, დიდად ნერვიულობა არც რობენს ეტყობა. მან ითამაშა "აუგსბურგთან" ბოლო უქმეებზე, გოლიც გაიტანა და ორჯერ რობერტ ლევანდოვსკისაც გაატანინა.
რობენის მამა, რომელიც, ამავე დროს, მისი აგენტიცაა, ამბობს, რომ არიენი მოხარული იქნება, დარჩეს კლუბში, სადაც 2009 წლიდან თამაშობს. თავად ფეხბურთელმა კი "აუგსბურგთან" მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა:
"რუმენიგემ კარგად იცის მამაჩემის ტელეფონის ნომერი და შეუძლია, ნებისმიერ დროს დაურეკოს და ყავაზე დაპატიჟოს... მაგრამ ახლა ეს თემა მთავარი არ არის. ჩემი მიზანია, როგორმე ავირიდო ტრავმები და კარგად ვითამაშო".
ჩანს, რობენი წინააღმდეგი არ არის მიუნხენურ გრანდთან თანამშრომლობის გაგრძელების. ვნახოთ...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"