ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანულმა პრესამ გაავრცელა და როგორც ამბობენ, ოფიციალური განცხადება დღეს უნდა გაკეთდეს. შეგახსენებთ, რომ 67 წლის ფრანგი ამ პოსტზე 1996 წლიდან მუშაობს და ამ 21-წლიანი ეპოქის მანძილზე პირველად მოხდა ისე, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვერ მოხვდა.
"მეთოფეები" მე-5 ადგილზე გავიდნენ და მომავალ სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ვერ ითამაშებენ. დადებითი გახლდათ მხოლოდ ის, რომ "არსენალმა" ასოციაციის თასი კიდევ ერთხელ მოიგო, ამ
როგორც ჩანს, სპეციალურ შეკრებაზე გადაწყდა, რომკიდევ ერთი დიდი ერა არ დასრულდება და ვენგერი კლუბში მუშაობას გააგრძელებს. მოქმედ შეთანხმებას ვადა სულ ცოტა ხანში გასდის და ფრანგს რომ დარჩენა სურდა, ამას ისედაც არასდროს მალავდა, მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობა, თითქოს, რაღაცის მოლოდინში გახლდათ და ვიცით ისიც, რომ დირექტორთა საბჭოში აზრები გაყოფილია. გამოდის, რომ "ვენგერისტებმა" იძალეს.
აზრი იყოფა სპეციალისტებსა და ფანებს შორისაც. ერთნი ვენგერის დარჩენის კატეგორიული წინააღმდეგნი არიან და იმხელა საპროტესტო აქცია, როგორიც ახლა იყო, მუსიე არსენის წინააღმდეგ არასდროს ყოფილა.
მეორენი კი მიესალმებიან მის დარჩენას და მიაჩნიათ, რომ უახლოეს სეზონებში კლუბს კარგი შედეგები ექნება. იქამდე კი, სატრანსფერო პოლიტიკაა გადასახედი და ასევე, ალექსის სანჩესისა და მესუთ იოზილის ამბავია გადასაწყვეტი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"