შეწვდება "ლივერპული" კილიან მბაპეს?

AutoSharing Option
"ლივერპულმა" გადაწყვიტა, კილიან მბაპეს შესაძლო ტრანსფერი მოსინჯოს. 18 წლის ფორვარდის მთავარ მსურველად მადრიდის "რეალი" ითვლება, მაგრამ 18 წლის მბაპე დიდი ხანია, ორჭოფობს და მიიჩნევს, რომ მისთვის შესაძლოა ამ ეტაპზე 2-3 წლით სხვა გუნდში გადასვლა სჯობდეს, სადაც მასზე ნაკლები წნეხი იქნება და მეტი სათამაშო დრო ექნება.

ამ მხრივ, ფავორიტად "არსენალი" მიიჩნევა, მაგრამ ახლა "მონაკოს" მერსისაიდელებიც შეეხმიანებიან. თავის მხრივ, მონეგასკები აპირებენ, მბაპეს ხელფასის 900%-ით (!) გაზრდა შესთავაზონ, რომ წასვლაზე ფიქრი ამ ეტაპზე მაინც დაავიწყებინონ.

კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომელსაც "ენფილდის" მკვიდრნი უტრიალებენ, ნაბი
კეიტაა. გერმანული "ლაიპციგის" უფროსობამაც 22 წლის გვინეელის მსურველებს შემოუთვალა - კი ბატონო, კეიტას ყიდვა შეგიძლიათ, ოღონდ 70 მილიონი ფუნტის სანაცვლოდო.

გერმანიაში ლივერპულელთა სკაუტებმა კიდევ ერთ მოთამაშეს დაადგეს თვალი - ეს "შალკეს" გამოზრდილი მაქს მაიერია. 21 წლის გერმანელს "ტოტენჰემიც" ეპოტინება.

ამასობაში ისევ მყარად ფეხზე დადგა დანიელ სტარიჯი. 27 წლის ფორვარდი "ლივერპულის" ბაზაზე გამოჩნდა და ვარჯიში განაახლა, თუმცა გუნდში მისი მომავალი ბუნდოვანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული