უეინ რუნისთან სურათის გადაღება 565 ევრო ეღირება

AutoSharing Option
"ევერტონის" თავდამხსმელი უეინ რუნი საქველმოქმედო აქციას გეგმავს.

Daily Star-ის ინფორმაციით, სექტემბერში, ინგლისში, ჩატარდება ღონისძიება, რომლის დროსაც, უეინ რუნისთვის ხელის ჩამორთმევა და მასთან ერთად სურათის გადაღება 565 ევრო ეღირება. შემოსული თანხა კი ქველმოქმედებას მოხმარდება.

ინგლისის ეროვნული ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" "ევერტონში" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს დაბრუნდა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული