გასულ სეზონში 31 წლის კეჰილს ძალიან ხშირად ვხედავდით კაპიტნის სამკლაურით, რადგან ტერი თითქმის არ თამაშობდა.
"ის აქ დიდი ხანია და მან დაამტკიცა, რომ კაპიტნობა შეუძლია. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ", - განაცხადა "ჩელსის" იტალიელმა თავკაცმა ანტონიო კონტემ.
გარი კეჰილი "ჩელსიში" 2012 წლიდან თამაშობს. ლონდონური კლუბის მაისურით მან 239 თამაში ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"