ლუკას პერესი: "არსენალი" ცუდად მექცევა

AutoSharing Option
ლუკას პერესმა განაცხადა, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს, "არსენალი" უნდა დატოვოს.

ბოლო წვეთი აღმოჩნდა "არსენალის" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, მას 9 ნომერი მაისურა ჩამოართვეს და ალექსანდ ლაკაზეტს გადასცეს.

28 წლის ფეხბურთელს 2020 წლამდე აქვს კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან, მას ყოფილი გუნდი "დეპორტივო" ეპატიჟება და გავრცელებული ინფორმაციით, 10-წლიან (!) კონტრაქტსაც სთავაზობს.

"არსენალი" არასოდეს მექცეოდა სათანადოდ, ვფიქრობ, ესპანეთში გავაგრძელებ კარიერას. ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი "დეპორტივოში" დაბრუნებაა", - განაცხადა პერესმა, რომელიც შარშან 20 მილიონ ევროდ გადაბარგდა "ნისლიან ალბიონზე".

პერესმა, "არსენალის" მაისურით, 21 თამაში ჩაატარა და 7 გოლი
გაიტანა. "დეპორტივოში" კი, 2 სეზონის განმავლობაში, მას 59 შეხვედრა და 24 შედეგიანი დარტყმა დაუგროვდა.

რაც შეეხება კონტრაქტის ხანგრძლივობას - FIFA-ს მიერ დადგენილი წესებით, ფეხბურთელთან გაფორმებული კონტრაქტის მაქსიმალური ხანგრძლივობა 5 წელია, თუ კონკრეტულ ქვეყანაში სხვა რეგულაცია არ მოქმედებს. ესპანეთში არსებული წესების თანახმად კი, კონტრაქტის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 6 წელი შეიძლება იყოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული