"ვესტ ჰემს" ენდი კეროლი აღარ სჭირდება

AutoSharing Option
Goal.com-ის ინფორმაციით, იანვარში "ვესტ ჰემი" "ლივერპულიდან" ერთწლიანი იჯარით წაყვანილი 23 წლის ენდი კეროლისთვის ხელშეკრულების გაწყვეტას გეგმავს.

კლუბებს შორის შეთანხმებაში მსგავსი პუნქტი ნამდვილად არსებობს. მიზეზი ტანმაღალი ფეხბურთელის ტრავმები და არაეფექტური თამაშია.

მიმდინარე სეზონში კეროლმა "ჩაქუჩების" ღირსება 13 თამაშში დაიცვა და ერთადერთი გოლი გაიტანა.

ამას ისიც დაემატა, რომ ცოტა ხნის წინ პოლიციამ მას ჟურნალისტის ფიზიკურ შეურაცხყოფაში დასდო ბრალი.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის მოთამაშემ 28 ნოემბერს, "მანჩესტერ იუნაიტედთან" მეორე ტაიმში მუხლის ტრავმა მიიღო და ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, ფეხბურთს იანვრის ბოლომდე ვერ ითამაშებს.

ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული