დღე პირველი, დღე უკანასკნელი: "მანჩესტერ იუნაიტედის" ბაზაზე დევიდ მოიესი მივიდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მწვრთნელი, შოტლანდიელი დევიდ მოიესი პირველად მივიდა კლუბის საწვრთნელ ბაზაზე.

19 მაისს მან ბოლო შეხვედრა გამართა "ევერტონის" თავკაცის პოსტზე და 14-წლიანი მუშაობის შემდეგ დაემშვიდობა ლივერპულურ კლუბს.

20 მაისს ის უკვე "მანჩესტერ იუნაიტედის" ბაზაზე იმყოფებოდა კარინგტონში. უახლოეს დღეებში მან უნდა ჩამოაყალიბოს "იუნაიტედში" სამწვრთნელო შტაბი.

ოფიციალურად მოიესი ახალ სამუშაოს 1 ივლისიდან შეუდგება, თუმცა, როგორც ხედავთ, ფაქტობრივად, მუშაობა მან უკვე დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ დევიდ მოიესმა "იუნაიტედის" ლეგენდარული მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი შეცვალა.

ასევე იხილეთ:
დევიდ მოიესს უეინ რუნი არ ემეტება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული