ეჭვქვეშ მხოლოდ თეო უოლკოტისა და ბაკარი სანიას თამაში დგას. 24 წლის გარემარბმა შოტლანდიასთან მოსამზადებელ შეკრებაზე უმნიშვნელო ტრავმა მიიღო, თუმცა მოედანზე გავიდა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო ინგლისელთა რიგებში. 75-ე წუთზე ის გვარიანად შესიებული მუხლის გამო შეცვალეს. უოლკოტი დარწმუნებულია, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ის ბირმინგემელებთან თამაშს მაინც მოახერხებს.
"იმედია, შაბათისთვის ყველაფერი რიგზე იქნება. მუხლი დასიებული მაქვს და ყველაზე მეტად დასვენება მარგებს. ჩემპიონატის დაწყებამდე ბიჭებს მცირე
ოთხშაბათის სანაკრებო თამაშებს კიდევ ერთი არსენალელის ჯანმრთელობა შეეწირა. ბელგიასთან შეხვედრის პირველ ტაიმში კოჭი იტკინა ბაკარი სანიამ. დიდიე დეშამს ის არ შეუცვლია, რამაც ფეხბურთელის მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. ფრანგმა ჟურნალისტმა ჟულიენ ლორენმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ მატჩის დამთავრების შემდეგ მან პირადად ინახულა სანია და ეჭვი ეპარება, რომ მან შაბათს "არსენალის" შემადგენლობაში ითამაშოს.
ასეთ შემთხვევაში სანიას კარლ ჯენკინსონი შეცვლის. ბელგიელებთან შეხვედრას უვნებლად გადაურჩნენ სხვა არსენალელები - ოლივიე ჟირუ და ლორან კოშელნი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უკანასკნელი რეპეტიცია "არსენალმა" მოიგო