პაოლო დი კანიომ "სანდერლენდში" ხუმრობაც აკრძალა

AutoSharing Option
შაბათს "ფულჰემთან" წაგების შემდეგ "სანდერლენდის" ფეხბურთელმა, 28 წლის მარჯვენა მცველმა ფილ ბერდსლიმ პაოლო დი კანიო იმდენად განარისხა, რომ უკანასკნელმა მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტა.

შოტლანდიელს "შავ კატებთან" ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება. მიუხედავად ამისა, კლუბი მასთან განშორებას არ ჩქარობდა, თუმცა "დეილი მეილის" მტკიცებით, იტალიელმა შეგირდს უკვე გამოუცხადა, რომ შეუძლია წავიდეს და აღარასოდეს დაბრუნდეს.

კი, მაგრამ რა ჩაიდინა ასეთი? პრინციპში, გასაბრაზებელია, თუმცა ემოციური აპენინელისთვის ეს ალბათ უფრო მეტს ნიშნავდა: ფილმა წაგებული თამაშის შემდეგ "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ ფოტოს კომენტარი დაურთო: "შესანიშნავი გახსნა იყო. ჰა-ჰა-ჰა".

საინტერესოა,
რომ ბერდსლის ყიდვა ყველაზე მეტად სწორედ "ფულჰემს" სურს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული