ფერნანდო ტორესის დისკვალიფიკაცია შესაძლოა 3 მატჩით გაიზარდოს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელმა ფერნანდო ტორესმა შესაძლოა 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი ფორვარდი ლონდონის "ტოტენჰემთან" (1:1) პრემიერლიგის მე-6 ტურის მატჩში იან ვერტონგენთან საჰაერო ორთაბრძოლის დროს წესების დარღვევის გამო 82-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს.

პირველი ყვითელი ბარათი ტორესმა ასევე ვერტონგენის გამო მიიღო, რომელსაც შემდეგ სახეზე შეეხო.

მატჩის არბიტრი მაიკლ დინი ვალდებულია, ამ ეპიზოდის შესახებ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას ანგარიში ჩააბაროს. თუ ეპიზოდი რეფერიმ ვერ შენიშნა, ფაქტის ვიდეოჩანაწერს დამოუკიდებელი კომისია განიხილავს.

იმ შემთხვევაში, თუ ტორესი დამნაშავედ სცნეს, მას წითელი ბარათის გარდა 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაემატება.

გამომდინარე აქედან, ტორესმა შესაძლოა "ნორვიჩთან", "კარდიფთან", "მანჩესტერ სიტისთან" და ინგლისის ლიგის თასზე ლონდონის "არსენალთან" მატჩები გამოტოვოს.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


მომზადებულია www.telegraph.co.uk-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. VI ტური: მანჩესტერი წყვილად აგებს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული